ამერიკული ავტომწარმოებელი "ჯენერალ მოტორსი" ელექტრო ფურგონების მომზადებას იწყებს.
ფურგონი განკუთვნილია ბიზნესმომხმარებლებისთვის, მაგალითად როგორიც არის "ამაზონი". ამ ნაბიჯით "ჯერენალ მოტორსი" შეუერთდება ელექტრო მანქანების მწარმოებელთა მზარდ სიას, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება.
ელექტრონული ავტომობილების ბაზარზე ამ დრომდე ლიდერის პოზიციას იკავებს კომპანია "ტესლა". მისი გაყიდვები ყოველ კვარტალში მატულობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციული მანქანების ნომერ პირველი მწარმოებელი "ჯენერალ მოტორსი" კი 2023 წლისთვის გეგმავს ბაზრის ყველა სეგმენტის მოიცვას. კერძოდ, კომპანიას მიაჩნია, რომ ის 2023 წლისთვის ელექტრო მანქანებს ყველა ტიპის ავტომომხმარებელს შესთავაზებს.
ახალი ელექტრო ფურგონების წარმოებით, "ჯენერალ მოტორსი" ფიქრობს, რომ კომპანია "ტესლას" მიღწევებს გააუმჯობესებს და მოწინავე პოზიციაზე გადავა.
საუბარია 20 სახეობის ელექტრო ავტომობილზე. კონკრეტულ დეტალებს ავტომწარმოებელი ამ დრომდე არ ასაჯაროებს.
რაც შეეხება ელექტრო ფურგონს, როგორც ამერიკელი ავტომწარმოებლები განმარტავენ, BV1-ის წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყება.
"ჯენერალ მოტორსის" ელექტო ავტომობილებს ელექტრო ბატარეების გაუმჯობესებული ვერსია ექნება ჩამონტაჟებული, რაც ელექტრო მანქანებს გაცილებით მოსახერხებელს და კომფორტულს გახდის.