სუზან რაისის მოხსენება ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე

პრეზიდენტის მრჩევლის გამოსვლა ირანში, რუსეთში, ჩინეთში, სირიაში და აფრიკულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შეეხო
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ადამიანის უფლებათა პრინციპების დაცვას კვალავაც განაგრძობს. გლობალური მასშტაბით, ამ მიმართულებით ზოგჯერ „მტკივნეულ დილემას“ ვაწყდებით და რთული გადაწყვეტილებების წინაშე ვართ, აცხადებს რაისი. თეთრი სახლის კორესპონდენტი დენ რობინსონი მოგვითხრობს.


ორგანიზაციის „ადამიანის უფლებები უპირველესად“ მხარდამჭერების მიერ მოწყობილ კონფერენციაზე მყოფმა სუზან რაისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის ამერიკის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ყოველთვის მთავარი საკითხი იყო და რჩება დემოკრატიის პრინციპები და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები.

მისი განცხადებით, ამერიკა ქალთა, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების, თავისუფალი პრესის, არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დაცვისთვის იბრძვის.სუზან რაისის სიტყვებით რომ ვთქვათ, ხშირად შეერთებული შტატების წინაშე საკმაოდ „მტკივნეული დილემა“ წამოიჭრება ხოლმე, როცა ჩნდება აუცილებლობა გადაწყვეტილება ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების სასარგებლოდ იქნას მიღებული, ეს მაშინ, როდესაც საკითხი „დემოკრატიის ფუნდამენტურ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებებს“ ეხება.

სუზან რაისი: მოდით გულწრფელები ვიყოთ. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვიღებთ მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების უპატივცემულობას, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ რთულ გადაწყვეტილებებს ვღებულობთ. როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ჩვენ ვაგრძელებთ მათ დაცვას, მაგრამ არ შეგვიძლია და ვერ მოვიგონებთ იმას, რომ თითქოს პატარა დათმობებზე არ მივდივართ.

სუზან რაისმა გაეროსთან თანამშრომლობით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ეს არის კოტ დე ვუარის სახელმწიფოში ძალადობის აღმოფხვრა. ასევე დახმარება, რომელიც მათ კონგოში ორთაბრძოლის ადგილიდან პოლიციის გაყვანის დროს გაწიეს. წარმატებად ითვლება ასევე, ბირმაში ინკლუზიური დემოკრატიის პრინციპების გატარების პროგრესირებაც.

მისი თქმით, შეერთებული შტატები პასუხისმგებლობით ეპყრობა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა ყველაზე სასტიკ დამრღვევ ქვეყნებთან ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების განვითარებას. ეს ქვეყნებია :ირანი, სირია, ერითრეა, ზიმბაბვე, ეთიოპია, ჩრდილოეთ კორეა და სუდანი.

ახლაც კი, როდესაც მსოფლიო იმის მოლოდინშია, რამდენად შედეგიანი იქნება ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხი, ის აცხადებს, რომ არანაკლები პრობლემა რომელიც ირანის წინაშე დგას არის პროგრესის მიღწევა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში.

სუზანჩვენ მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას რომ გაეროს სპეციალური მისიის წარმომადგენელმა რომელმაც ირანზე ანგარიში უნდა მოამზადოს, ქვეყანაში შეუშვან. ადამიანის უფლებათა დაცვის უგულვებელყოფის გამო შეერთებული შტატების მიერ დაკისრებული სანქციები ირანზე გაგრძელდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ ირანელების ფუნდამენტურ უფლებებს. მათ იგივე უფლებები გააჩნიათ, რაც მათ ლიდერებს, რომ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება შეძლონ ინტერნეტში და სოციალურ მედიაში.

რაისმა აღნიშნა, რომ კუბაში მოკრძალებული ეკონომიკური რეფორმები ხორციელდება, თუმცა ის ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების დაპატიმრების ფაქტს აკრიტიკებს. მან კუბის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საპატიმროდან გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქე ალან გროსი, რომელსაც 2011 წელს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რაისმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მკაფიო და კონკრეტულ დიალოგს აწარმოებს ჩინეთთან, სადაც მან ხელისუფლებას სასჯელის ვადის შემცირებისკენ მოუწოდა.

სუზან რაისი: ადამიანები ჩინეთში ვერ ატარებენ შესაბამის საზოგადოებრივ საქმიანობას, რომ ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ კორუფციული გარიგებების გამო, ეკოლოგიური დაბინძურების საკითხზე, მშრომელთა უსაფრთხოების დაცვაზე, ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის კრიზისზე. ეს პრობლემები ჩინეთზეც უარყოფითად აისახება და დანარჩენ მსოფლიოზეც. როდესაც საპატიმროებში მყოფი პოლიტპატიმრები საკუთარ ხელისუფლებას ქვეყნის კანონების პატივისცემისკენ მოუწოდებენ, არცერთი ჩინელი, არც ამერიკელები რომლებიც იქ ბიზნესს ფლობენ, თავს დაცულად ვერ იგრძნობენ.

რუსეთში, როგორც რაისი ამბობს, შეერთებული შტატები შეშფოთებულია არსებული შერჩევითი სამართლის გამო. ასეთი მიდგომა ეხება იმ პირებს, რომლებიც ხელისუფლებაში კორუფციას და ნეპოტიზმს აპროტესტებენ, რაც რუსეთის მომავალ ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ამის შესახებ გაჩუმება არ შეიძლება.

სუზან რაისი: რუსეთის ხელისუფლება სისტემატიურად მიმართავს შერჩევით სამართალს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ხდება ლგბტ საზოგადოების სტიგმატიზაცია, ახდენს ზეწოლას მეზობელ სახელმწიფოებზე, უკრაინაზე, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიისწრაფის. ჩრდილოეთ კავკასიაში კი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს უხეშად არღვევს.

რაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ურყევი ნებაა ეგვიპტეში ინკლუზიური დემოკრატიული პრინციპების გამყარებას შეუწყოს ხელი, რათა თავიდან იქნას აცილებული ოპონენტების მხრიდან ექსტრემისტული დაჯგუფებების იარაღის ხელში ჩაგდების შემთხვევები.

სუზან რაისი: ჩვენ ვისაუბრეთ დემონსტრანტების შესახებ ახალი კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც ეგვიპტეში თავისუფალი თავშეყრის უფლებას ეწინააღმდეგება და მასზე საზიანოდ მოქმედებს. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ეგვიპტის ხელისუფლებაზე ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, რომ ეგვიპტის საგზაო რუქაზე ინკლუზიურ და სტაბილურ დემოკრატიას მივაღწიოთ.

რაისმა ასევე მოუწოდა ბაჰრეინს, რომ სამოქალაქო შეზღუდვები მოხსნას. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისრაელის წინააღმდეგ დასავლეთ სანაპიროს მხრიდან ძალადობას და წაქეზებას გმობს. მან ასევე დაგმო ახალი მოსახლეების მხრიდან პალესტინელების მიმართ არსებული ძალადობა და დამცირება, რომელსაც ყოველდღიური ხასიათი აქვს. სუზან რაისმა განაცხადა, რომ „ამგვარი ქმედებები უნდა დასრულდეს, რათა მშვიდობის დამყარებას საფუძველი შეექმნას.“