ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები ჩინეთში


ჩინეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა უწყვეტად ხდება

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლეს კომისარ კეტრინ ეშტონს სთხოვენ კვირის ბოლოს ჩინეთში ვიზიტის დროს ძირითადი ყურადღება
ადამიანის უფლებებზე გაამახვილოს. ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩი“ აცხადებს, რომ ეშტონი ვერ უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა უწყვეტად ხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებებზე პეკინის ყურადღება საჯაროდ უნდა გაამახვილოს.
ეშტონი პეკინს ხუთშაბათს და პარასკევს ეწვევა. ჩინეთსა და ევროლავშირს შორის, ამ სახის მაღალი დონის ვიზიტები რეგულარულად იმართება, თუმცა ხუთშაბათის ვიზიტი პირველი იქნება მას შემდეგ, რაც ჩინეთში ახალი ხელისუფლება მოვიდა.
XS
SM
MD
LG