მოსალოდნელია, რომ 2014 წელს ევროპაში უმუშევრობის პრობლემა კვლავ შენარჩუნდება
გლობალური ეკონომიკის განვითარება ახალ ფაზაში შედის, რადგან 2013 წლის ფინანსური წელი სრულდება. ახალი მონაცემებით, ზოგიერთი პრობლემა, რასაც 2013 წელს ჰქონდა ადგილი, მოსალოდნელია რომ 2014 წლის დასაწყისისთვის გამოსწორდეს. თუმცა ეკონომისტები პროგნოზირებაში მაინც ფრთხილობენ. საერთო სიტუაციის გაჯანსაღების მიუხედავად, ამერიკაში უმუშევრობის პროცენტი ისევ მაღალი რჩება. ევროპა ისევ შორს არის თავი დააღწიოს არსებულ დავალიანებებს. ნელი პროცესით ვითარდება ჩინეთის ეკონომიკაც ნელა. მილ არცეგა 2014 წელს გლობალური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე გვესაუბრება.
2013 წლის მიწურულს, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის პრობლემა ნელ-ნელა გამოსწორდა. ბოლო ორ წელთან შედარებით ეკონომიკური პროცესები უფრო სწრაფად ვითარდება, კონგრესმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელმაც ამერიკის მთავრობა მორიგი სამთავრობო კირზისისგან გადაარჩინა.
ამის გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის ექსპერტი ჯონ არენსმეიერი 2014 წლისთვის ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებაზე საუბრობს.
ჯონ არენსმეიერი: მოსალოდნელია რომ 2014 წელი 2013 წელზე უკეთესი იქნება. აღარ მოხდება მთავრობის ხელახალი დახურვა, რასაც არასასურველი პროცესები მოჰყვა.
წყნარი ოკეანის გაღმა, ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა რომელიც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო, წელს ეკონომიკური პროცესების შენელებით გამოირჩევა.
თუმცა, 7%-იანი ზრდის მიუხედავად, საერთაშორისო ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, ური დადუში ამბობს, რომ ჩინეთი კვლავ აგრძელებს ეკონომიკურ გავლენას რეგიონში.
ური დადუში: მომავალი ორი წლის განმავლობაში, მოსალოდნელია რომ პროცესები კიდევ უფრო შენელდეს, თუმცა ეს მაინც არასაკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამან სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც უარყოფითი ასახვა პოვოს.
თუმცა ამავდროულად, სიტუაცია მოსალოდნელია რომ გაუმჯობესდეს კამბოჯასა და იაპონიაში. ევროპის ქვეყნების ეკონომიკა მაინც სუსტად ვითარდება.
ევროკომისია აცხადებს, რომ იმ 18 ქვეყანაში, რომელიც ევროზონაშია გაერთიანებული, ეკონომიკური განვითარება მაინც ნელი ტემპით მიდის. ამ ქვეყნებში მომავალ წელს უმუშევრობის გაზრდას პროგნოზირებენ.
საბანკო სფეროში ბოლო დროინდელი რეფორმების მიუხედავად, დადუში ამბობს, ქვეყნებში ეკონომიკური სფეროს გაჯანსაღების მიზნით გატარებული მკაცრი ზომები თავის ასახვას მაინც პოულობს ევროპის ეკონომიკურ პროცესებზე.
ური დადუში: იტალია სერიოზულ პრობლემებშია, და ეს მდგომარეობა კიდევ რამდენიმე წელი გასტანს. როგორც ესპანეთისთვის, ისე პორტუგალიისთვის და ირლანდიისთვის რომ თავი დააღწიონ ამ არეულობას.
გაურკვევლობა არსებობს ასევე შეერთებული შტატების მხრიდან ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზე მონეტარული სფეროს სტიმულიზაციის პაკეტის უკან გაწვევის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო ეკონომიკაზე თავის ზეგავლენა იქონია. მომავალ წელს დაუმუშავებელ პროდუქციაზე ფასების დაწევაა მოსალოდნელი. ეკონომისტები ამბობენ, რომ სასაქონლო პროდუქციაზე დამოკიდებული ქვეყნები მომავალი წლის შემოდგომისთვის თავიანთი შემოსავლების შემცირების წინაშეა აღმოჩნდებიან.
ური დადუში: ეს ეხება ბრაზილიას, თურქეთსაც, უნგრეთსაც. შეიძლება შეეხოს ინდონეზიასაც, რომელიც ასევე სასაქონლო პროდუქციაზეა დამოკიდებული.
ახლო აღმოსავლეთში, ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულის ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური სიტუაცია ისევ არასტაბილურია, მოსალოდნელია რომ 2014 წელს კვლავ იყოს ეკონომიკური სირთულეები.
გაეროს გლობალური ეკონომიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსი პინფენ ჰონგი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
პინფენ ჰონგი: ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ რომ მომავალ წელს გარკვეული ეკონომიკური გაუმჯობესების იმპულსი მაინც არსებობს. ასე რომ იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ეკონომიკა მომავალ წელს 3%-ით გაუმჯობესდეს.
2014 წელს ოპტიმისტური პროგნოზები არსებობს აფრიკასთან დაკავშირებითაც. 2013 წელს 4.8 % ზრდის შემდეგ, აფრიკის განვითარების ბანკი გეგმის მიხედვით, ეკონომიკა 5, 3 %-მდე უნდა გაიზარდოს. რაც მომსახურების, სასოფლო-სამეურნეო სფეროს და მთიან რეგიონების განვითარების ხარჯზეა მოსალოდნელი.

Your browser doesn’t support HTML5