ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასაქმების ბაზრის მდგომარეობა აშშ-ში


დადებითი ძვრებია საწარმოო სექტორში, სადაც 5 თვიანი შეკვეცის შემდეგ აგვისტოში 14 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

Econ - August Jobs Report (TV)
5749636

Ia

აგვისტოში დაფიქსირებული დაბალი ეკონომიკური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ წარმოებული მასტიმულირებელი პროგრამების არსებულ დონეზე გაგრძელების გადაწყვეტილებაზე.

----

ამერიკული კომპანიები აგრძელებენ მუშახელის დაქირავებას, თუმცა გაცილებით ნელი ტემპით, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.

ეკონომისტი გარი ლიჰი ამბობს, რომ დასაქმების ბაზარი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში აგვისტოში ყველაზე სუსტი იყო.

„ტემპი დაიკარგა. ოთხი თვის წინ თვეში საშუალოდ 200 ათასი ადამიანი იწყებდა მუშაობას. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 150 ათასზე დაეცა.“

კარგი სიახლე ისაა, რომ დასაქმების მაჩვენებელი იმ დონეს დაუბრუნდა, სადაც რეცესიის დაწყებამდე იყო. ცუდი სიახლე კი ისაა, რომ ამერიკელების მზარდი რაოდენობა თავს ანებებს სამსახურის ძებნის პროცესს.

კონკორდის კოალიციის ექსპერტი რობერტ ბიქსბაი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება, ვინც უკვე 6 თვეზე მეტია უმუშევარია.

„ერთ-ერთი შემაშფოთებელი ასპექტი არა უმუშევართა რაოდენობაა, არამედ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ძალიან უჭირთ დაუბრუნდნენ სამუშაო ძალას.“

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ავტომატურმა შეკვეცამ და გადასახადების გაზრდამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაართულა. პეტერსონის ინსტიტუტის მკვლევარი ჯოზეფ გაგნონი ამბობს, რომ სეკვესტრი ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს.

„სეკვესტრმა შეგვაყოვნა. ძალიან კარგი წელი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა არც ისე კარგი წელია. არც ცუდია, უფრო საშუალო ალბათ.“

ამ საშუალო ზრდის გამო ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა არ უნდა გაზარდოს რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან სესხებზე.

ლიჰი ამბობს, რომ უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლის გამო სახელმწიფო, სავარაუდოდ, გააგრძელებს თვეში 85 მილიარდის ღირებულების ბონდების შესყიდვას.

„შეიძლება ცენტრალურმა ბანკმა გაგვაკვირვოს და ბონდების ყიდვა შეამცირეოს, მაგრამ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.“

გაურკვევლობის მიუხედავად, მცირე ბიზნესის მფლობელები შეშფოთებული არ არიან. დეინ სტანდლერი კაუფმან/ლეგალ ზუმ ინდექსის დირექტორია. ის სკაიპით გვესაუბრა:

„ადამიანები ახალ ბიზნესებს ხსნიან და მათი უმრავლესობა ეკონომიკის განვითარებას და საკუთარი ბიზნესის პერსპექტივას დადებითად აფასებს.“

დადებითი ძვრები საწარმოო სექტორშიც დაფიქსირდა, სადაც 5 თვიანი შეკვეცის შემდეგ აგვისტოში 14 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
XS
SM
MD
LG