"კოვიდ-19"-ით გარდაცვალებების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

M

ახალი ამბების სააგენტო “როიტერის” თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული გარდაცვალებების რიცხვმა სამშაბათს 3 მილიონს გადააჭარბა. იმავდროულად, “კოვიდ-19” ინფექციების გლობალური ახალი ტალღა, მსოფლიოში ვაქცინაციის ძალისხმევას გამოწვევას უქმნის.

ასევე ნახეთ: კოვიდი ჯერ არსად მიდის - სიტუაცია მსოფლიოში

მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება, განსაკუთრებით ბრაზილიაში და ინდოეთში. ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამას უფრო მეტად ინფექციურ ვარიანტებს აბრალებენ, რომლებიც პირველად ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა. კიდევ ერთ მიზეზად, კარანტინებით და სხვა შეზღუდვებით საზოგადოების გადაღლა სახელდება.

“როიტერის” თანახმად, კორონავირუსით 2 მილიონი გარდაცვალება წელიწადზე მეტ დროში მოხდა. შემდეგი 1 მილიონი კი დაახლოებით სამ თვეში დაემატა.

ყოველდღიური გარდაცვალებების რაოდენობით, მსოფლიოში ბრაზილია ლიდერობს. ჯანმო ამბობს, რომ გადატვირთული ჯანდაცვის სისტემით, ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჯანმოს ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ბევრი საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილებები 90 პროცენტითაა დატვირთული.

ორშაბათს, ინდოეთმა ინფექციების სარეკორდო მატება აღრიცხა და შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელსაც დღეში 100 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აქვს.

ევროპის რეგიონში (51 ქვეყანა) ერთად კი გარდაცვალებების ყველაზე მეტი, თითქმის 1.1 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება.

ასევე ნახეთ: ყველა ბრიტანელს შეეძლება კვირაში ორჯერ ტესტირება - ლონდონი

შეერთებულ შტატებში გარდაცვალებების მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აშშ-ში დაფიქსირებული 555 000 გარდაცვალების შემთხვევა, მთელ მსოფლიოში "კოვიდ-19”-ით გარდაცვალებების დაახლოებით 19 პროცენტს შეადგენს. გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი ბოლო სამ კვირაში გაიზარდა, მაგრამ ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის სწრაფი ვაქცინაციის კამპანია, გადაცვალებების ზრდის აღკვეთას შეძლებს.

კვირისთვის, დაახლოებით 370.3 მილიონმა ადამიანმა, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 4.75 პროცენტმა, ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიიღო.