“ბლუმბერგი” იუწყება, რომ ფედერალურმა პროკურორებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის გამოძიება დაიწყეს.
“ბლუმბერგის” თანახმად, პროკურორები ჯულიანის მიერ ფინანსური ხასიათის შესაძლო დარღვევებს და მის მიერ უცხოეთის აგენტად არდარეგისტრირებას იძიებენ.
ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი ჯულიანი წარმოჩნდა, როგორც საკვანძო ფიგურა ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებაში, სადაც კანონმდებლები ასევე იძიებენ, თუ რა როლი ჰქონდა ჯულიანის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე წნეხის განხორციელებაში, რომ მას ტრამპის მეტოქეების წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ყოფილმა ფედერალურმა პროკურორმა მიმი როკამ “ბლუმბერგს” უთხრა, რომ “არ გაუკვირდება”, თუ ფედერალური გამოძიების შედეგად ჯულიანის ბრალს წაუყენებენ.