ხანმოკლე სიცოცხლის და კარიერის განმავლობაში გერშვინმა 500-მდე ნაწარმოები შექმნა
Your browser doesn’t support HTML5
დღეს გავიხსენებთ ლეგენდარულ კომპოზიტორს ჯორჯ გერშვინს.
გერშვინი 18 წლის იყო როდესაც მისი პირველი კომპოზიცია გამოქვეყნდა. ამ ასაკიდან 20 წლის განმავლობაში ანუ სიკვდილის ბოლომდე მან კიდევ 500 ნაწარმოები შექმნა.
ჯორჯ გერშვნის მუსიკის დიდი ნაწილი იქმნებოდა მუსიკალური სპექტაკლებისთვის ნიუ იორკში. გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში კომედიური ჟანრის მიუზიკლები საკმაოდ პოპულარული იყო ამერიკაში. ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენაში „Girl Crazy,” გაიბრწყინა ბროდვეის მომავალმა ვარსკვლავმა ეთელ მერმანმა. მან სპექტაკლში შეასრულა სიმღერა „I got rhythm,” რომელიც გერშვინმა სპეციალურად მისთვის შექმნა.
თითქმის ყველა სიმღერა რასაც გერშვინი ქმნიდა მალევე უაღრესად პოპულარული ხდებოდა. ამ სიმღერებს ასრულებდნენ ყველგან და სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ჯაზიდან დაწყებული ქანთრის სტილით დამთავრებული.
გასული საუკუნის 20-იან წლებში მუსიკის სამყაროში ჯაზი საკამათო თემა გახდა. შეიძლება თუ არა ჯაზი აღიქმებოდეს სეიოზულ მუსკად? ისმოდა კითხვა.
1924 წელს ჯაზ მუსიკოსმა და ჯაზ ბენდის ლიდერმა პოლ ვაითმენმა გადაწყვიტა სპეციალური კონცერტის ჩატარება და ყველასათვის იმის დამტკიცება, რომ ჯაზი საკმაოდ სეიოზული მუსიკაა. ჯორჯ გერშვინი კონცერტისთვის მუსიკის დაწერას დასთანხმდა, თუმცა დრო ძალიან ცოტა იყო, სულ რამდენიმე კვირა. გერშვინი თვით გადეშვა სამუშაოში და კონცერტისთვის შექმნა ისეთი ცნობილი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკეტრისთვის როგორიცაა „Rhapsody of blue”. ფორტეპიანოს პარტიას თავად გერშვინი ასრულებდა. აუდიტორიაში ისხდენენ კლასიკური მსუსიკის გამოჩენილი წარმომადგენლები. კონცერტის დაწყებისთანავე ისინი მოინუსხენ თანამედროვე ამერიკული კულტურის ახალი ჟღერადობით. ამ ნაწარმოებმა კომპოზიტორს საყოველთაო აღიარება მოუტანა. უმალვე გაიყიდა ასი ათასობით ფირფიტა. გერშვინი კი თავად კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჯაზი ერთროულად შეიძლება იყოს სერიოზული მუსიკა და ამავე დროს პოპულარულიც.
გერშვინის ქმნილებათა შორის აღსანიშნავაი „პორგი და ბესი“ რომლის პრემიერაც ბოსტონში, 1935 წელს შედგა. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა წარმოდგენით, თუმცა კრიტიკოსებმა არ დაინდეს ხელოვანი. გერშვინი ამით არ დამუხრუჭდა. ის პირიქით თვლიდა, რომ მან ახალი მუსიკალური ფორმა შექმა- ოპერა, რომელიც პოპულარუ მუსიკაზე იყო აგებული. პორგი და ბესის სიმღერა „ Summertime” კი ერთ-ერთი ყველზე პოპულარული გახდა მოსფლიოში. ამ სიმღერას არსულებდნენ ისეთი გამოჩენილი მომღერლები, როგორებიც არიან ლუის არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, ბილი ჰილიდეი, მარია კალასი და სხვები.
„პორგი და ბესის“ მსგავსად, გერშვინის ნაწარმოები „ამერიკელი პარიზში” კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა, თუმცა იყო კრიტიკოსთა გარკვეული ნაწილი, რომლებმაც დადებითად შეაფასეს გერშვინის მუსიკა. მიუხედავად კრიტიკოსებს შორის აზრთა რადიკალური სხვაობისა, მსმენელმა მაინც პოზიტიურად მიიღო ის.
1937 წლიდან გერშვინი ლოს ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მალევე შეუძლოდა გახდა. ამავე წელს ის თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ჯოჯრ გერშვინი სულ რაღაც 39 წლის იყო. დღემდე გერშვინი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ კომპოზიტორად ითვლება. მისი სიმღერები და კომპოზიციები თანამედროვე მომღერლებსა და მუსიკოსებს შორის დღესაც ყველაზე პოპულარულია.