ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როი ჰარგროვს 44 წელი შეუსრულდა


ჰარგროვის კვინტეტი აერთინებს ჯაზის, ფანკის, ჰიპ ჰოპის, სოულისა და გოსპელის ელემენტებს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00
ბმული



დღევანდელი რუბრიკა დაეთმობა ამერიკელ ჯაზ მესაყვირეს როი ჰარგროვს, რომელიც დღეს იუბილარია. ჰარგროვი მას შემდეგ გამოჩნდა ჯაზის ავანსცენაზე, როდესაც 1998 წელს პირველი გრემის პრემია მოიპოვა. დღეს კი მის სახელთან ასოცირდებიან ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ვინტონ მარსალესი,ჰერბი ჰენკოკი, კრისტიან მაკბრაიტი, მეისი გრეისი და ერიკა ბადუ.

„RH factor“-ი ასე ქვია როი ჰარგროვის კვინტეტს, რომელშიც შედიან კალმერს ალფორდი, პინო პალადინო, ჯეიმს პოისერი და ჯონათან ბატისტი. მუსიკა, რომელსაც ჰარგროვის კვინტეტი ქმნის, აერთინებს ჯაზის, ფანკის, ჰიპ ჰოპის, სოულისა და გოსპელის ელემენტებს.

როი ჰარგროვი დაიბადა 1969 წლის 16 ოქტომბერს ტეხასის შტატის ქალაქ ვაკოში. მშობლებმა როიში მუსიკალური ნიჭი პატარაობიდანვე შენიშნეს. მისი პოტენციალი შეუმჩვეველი არ დარჩა ლეგენდარული მესაყვირის, ვინტონ მარსელესისთვისაც, რომელიც ჰარგროვის სკოლაში მოსწავლეების კონცერტს დაესწრო.

სკოლის შემდეგ როი ჰარგროვი ბოსტონის ცნობილ მუსიკალურ კოლეჯში, ბერკლიში მოხვდა, სადაც ერთი წელი დაჰყო, თუმცა წლის დიდი ნაწილი ნიუ იორკის კლუბებში ჯემსეშენებზე გაატარა. საბოლოოდ, როიმ გადაწყვეტილება მიიღო გადასულიყო ნიუ იორკში და სწავლა იქ გაეგრძელებინა. კლუბებში დაკვრის პარალელურად ჰარგროვმა სტუდიაში აქტიური ჩაწერა დაიწყო. 1994 წელს ჰარგორვმა ჩამწერ სტუდიასთან „VERV“-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მალევე ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად დაიწყო დაკვრა როგორებიც არიან: ჯო ჰენდერსონი, სტენლი ტარენტინი, ჯონი გრიფინი, კრისტიან მაკბრაიტი, ბრედფორდ მარსალესი და სხვ.

დაუღალავმა შრომამ და ნიჭმა ნაყოფი გამოიღო და 1998 წელს პირველი გრმის პრემიაც მიიღო, კრებულისთვის „Habana”. კრებული შეიქმნა აფრო კუბური წარმოშობის მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდით, სახელად Cresol. მეორე გამარჯვება კი 2002 წელს აღნიშნა ჰერბი ჰენკოკთან და მაიკალ ბრეკერთან ერთად კრებულისთვის „Directions to Music”.

მაშინ , როდესაც ჯაზი როი ჰარგროვის ცხოვრებაში წამყვან როლს ასრულებს, ის დიდი სიამოვნებით მუშაობს ასევე სხვა ჟანრებშიც და საკმაოდ წარმატებულადაც. სოულის მომღერალ დიანჯელოს გარდა აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა მეისი გრეისთან, ნილ როჯერსთან , ერიკა ბადუსთან და ჯგუფ “Red Hot and Riot” -თან.

დღესდღეობით მუსიკოსი მონაწილეობას იღებს მრავალ ფესტივალსა და კონცერტში მოსფლიოს სხვადასხვა კუთხეში როი ჰარგროვის კვინტეტის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG