გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, რომელიც გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მთავრობას დაუკავშირა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
ასევე ნახეთ: გერმანიის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის მთავრობაარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ჰეიკო მაასმა თქვა, რომ გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ხალხი როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე მის გარეთ ყველა მეთოდით დაიცვას.
„ტიერგარტენში მომხდარმა მკვლელობამ, რომელიც პროკურორების რწმენით რუსეთის სახელმწიფო ორგანოს მიერ იყო შეკვეთილი, სერიოზულად დაამძიმა ჩვენი ურთიერთობა, ამიტომ მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას ონლაინ და მის მიღმა,“ თქვა მაასმა.