გერმანიის ფედერაციული მთავრობა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე შეთანხმდა

გერმანიის მთავრობა თავშესაფრის სტატუსის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს. საიმიგრაციო პოლიტიკის თაობაზე გერმანიის 16 ფედერაციული მხარის ლიდერები უკვე შეთანხმდნენ.

შოლცის მთავრობის მიერ შეთანხმებული ზომებით, უფრო ადვილი გახდება მიგრანტების დეპორტაცია. ეს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის "ღია კარის" პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომაა.

ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ ბლოკში საიმიგრაციო წესები გაამკაცრონ. ცოტა ხნის წინ იტალიამ განაცხადა, რომ ის ალბანეთში სპეციალურ ცენტრებს აააშენებს საიმისოდ, რომ ზღვით ჩასული მიგრანტების იტალიაში შედინება შეზღუდოს.

ასევე ნახეთ: გერმანიის პოლიციამ დაჯგუფება "რაიხსბიურგერის" წევრები დააპატიმრა

შოლცის მთავრობა გეგმავს დაახლოებით ერთი მილიარდი ევროს დაზოგვას იმით, რომ თავშესაფრის მაძიებლებს დახმარება აღარ გაუწიოს ან შეამციროს ის დრო, როდესაც ისინი სრულ შემწეობას მიიღებენ.

ფედერალური მთავრობა ასევე შეთანხმდა იმაზე, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურებს გადახედავს. კვლავ განიხილება ისეთი წინააღმდეგობრივი საკითხი, როგორიც ლტოლვილთა მიმღები ცენტრების ევროკავშირის გარეთ განლაგებაა.

ევროკავშირმა 2015 წლის მიგრანტთა კრიზისის ფონზე რამდენჯერმე სცადა, რომ ასეთი ცენტრები ჩრდილოეთ აფრიკაში განლაგებულიყო, თუმცა წარმოიქმნა არაერთი სამართლებრივი, უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარული პრობლემება. თუმცა, ბლოკში ამ გამოსავალზე საუბარი ბრიტანეთისა და იტალიის მსგავსი ინიციატივების შემდეგ კვლავ განახლდა.