ორშაბათს, ჟურნალ „დერ შპიგელში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ 20,000 საარტილერიო ჭურვი აქვს დარჩენილი. ჟურნალი ციტირებს თავდაცვის სამინისტროს კონფიდენციალურ დოკუმენტებს, რომელიც მომზადდა საბიუჯეტო კომიტეტის იმაში დასარწმუნებლად, რომ გადაუდებელი შესყიდვების საჭიროება არსებობს.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის კვალდაკვალ, გერმანიის მსგავსმა ქვეყნებმა უკრაინაში ჰაუბიცების 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები გაგზავნეს და ამით საკუთარი თავდაცვის მარაგები შეამცირეს.
ასევე ნახეთ: უკრაინამ საბჭოთა პერიოდის ტანკებისთვის ჭურვების წარმოება დაიწყო„დერ შპიგელის“ თანახმად, გერმანიის სამხედრო უწყებას 2031 წლისთვის დაახლოებით 230,000 ჭურვის დაგროვება სჭირდება, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ნატოს მიზნებთან - ჰქონდეს საკმარისი არტილერია, რათა 30 დღის განმავლობაში ინტენსიურ ბრძოლას გაუძლოს.
თავდაცვის სამინისტროს კომენტარის თხოვნაზე ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია.
ჟურნალი იუწყება, რომ სამინისტრო საბიუჯეტო კომიტეტისთვის ცხრა კონტრაქტის წარდგენას გეგმავს, რომელიც მომავალ თვეებში საარტილერიო და სატანკო ჭურვების დაჩქარებულ შესყიდვებს შეეხება.