გერმანიის მთავრობამ თავდაცვის ახალ მინისტრად ბორის პისტორიუსი წარადგინა, მას შემდეგ რაც ქრისტინ ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ორშაბათს დატოვა.
ეს ნაბიჯი ბერლინმა, აშშ-ის რამშტეინის სამხედრო ბაზაზე პარასკევს დაგეგმილი კონფერენციის წინ გადადგა, რომელიც კიევისთვის მეტი იარაღის მიწოდების გეგმებზე იმსჯელებს.
ასევე ნახეთ: გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგამოსალოდნელია, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი თავის ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინს, ბერლინში ხუთშაბათს უმასპინძლებს.
62 წლის პისტორიუსი, რომელმაც სამხედრო სამსახური 1980 იანების დასაწყისში დაასრულა, 2013 წლიდან ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და შეიარაღებულ ძალებთან ამ თანამდებობის ფარგლებში მუშაობდა.
ახალი მინისტრი მუშაობას კრიტიკულ პერიოდში დაიწყებს. მას გერმანიის შეიარაღებული ძალების ძირეული რეფორმის ზედამხედველობა მოუწევს და მის განკარგულებაში იქნება ბიუჯეტი 100 მილიარდი ევროს მოცულობით, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სასწრაფო წესით დაამტკიცეს.