გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, ყველა მხარეს, მათ შორის გერმანელებსაც მოუწოდა, თავი შეიკავონ და არჩევნების საბოლოო შედეგებს დაელოდონ. მისი თქმით, ახლა დაძაბულობის ზრდის ხელშეწყობა ელემენტარული უპასუხისმგებლობაა.
ასევე ნახეთ: ტრამპი, მტკიცებულებების გარეშე, კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს"ამერიკა მეტია, ვიდრე ერთი მსახიობის თეატრი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმას აგრძელებს, უპასუხისმგებლოდ იქცევა" - უთხრა ჰეიკო მაასმა გერმანული მედიის წარმომადგენლებს, როცა მას კითხვა შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუსვეს.
"იმისთვის, რომ საბოლოო შედეგის აღიარება მოხდეს, რომელიც ჯერ დადგენილი არ არის, ყველამ, უპირველეს ყოვლისა, თავშეკავება უნდა აჩვენოს, მათ შორის ჩვენც" - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, "ღირსეულად დამარცხებულები უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის, ვიდრე კაშკაშა გამარჯვებულები" - დასძინა მან.