გერმანიის ბუნებრივი აირის მარაგის საცავების 90% დღეისათვის სავსეა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობამ განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყანა ზამთრის სეზონისთვის სტაბილურად ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გერმანიისთვის გაზის მიმწოდებელი მთავარი მილსადენი ჩაკეტა.
ასევე ნახეთ: რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებას გეგმავსეროვნული ქსელის მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა ორშაბათს გვიან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გაზის შენახვამ „კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია“. მისი თქმით, შენახული ბუნებრივი აირი ხელს შეუწყობს გაზის უკმარისობის გამო შექმნილი პოტენციური საგანგებო სიტუაციების მართვას.
ოპტიმისტურ განცხადებასთან ერთად, მან მოსახლეობას ყაირათიანობიკენ მოუწოდა და თქვა, რომ „მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაზის დაზოგვა“.
გერმანიის მთავრობამ, გაზის დაზოგვის მიზნით, ქვეყანაში მოთხოვნები ივლისში გაამკაცრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“, მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო. რუსეთის ამ ნაბიჯს გაზზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა.
თავდაპირველად, რუსეთმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდების შეფერხებას მილსადენის ტექნიკური გაუმართაობა იწვევდა. აგვისტოს ბოლოდან კი, მილსადენი სრულად გადაკეტა და მისთვის განკუთვნილი გაზის ადრესატამდე მიტანის ნაცვლად, მისი დაწვა დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
1 სექტემბრიდან, გერმანიამ გაზის საცავების შევსება დაიწყო. გეგმის თანახმად, ნოემბრის ბოლოს, ქვეყანას გაზის მარაგი 95%-მდე უნდა ჰქონდეს შევსებული. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია სათანადოდ ემზადება იმისთვის, რომ ზამთარში ენერგორესურსების საკმარისი მარაგი ჰქონდეს. მან ასევე ისაუბრა გათხევადებული ბუნებრივი აირის ახალ ტერმინალებზე, რომელთა აშენებაზეც მუშაობა უახლოეს თვეებში დაიწყება.