გერმანელი ექიმების ჯგუფი ჩავიდა ქალაქ ომსკში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკურნალობენ. ნავალნის თანამებროლებს მისი გერმანიაში გადაყვანა სურთ, თუმცა, რუსი ექიმები ამბობენ, რომ მის მდგომარეობაში ტრანპორტირება უსაფრთხო არაა.
ნავალნის ფონდის პრესმდივანი კირა იარმიში ტვიტერზე წერს, რომ ტრანპორტირების აკრძალვა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ალექსეი ნავალნის სიცოცხლეს.
ასევე ნახეთ: ბილ ბროუდერმა ნავალნის მოწამვლაზე კომენტარი გააკეთაგერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება.
რუსი ოპოზიციონერი ლიდერი კომაშია. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ყოფნისას ცუდად გახდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერი ჩაიში ჩასხმული საწამლავით მოწამლეს.
ასევე ნახეთ: კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი, სიკვდილს ებრძვის - ნავალნი კომაშიანავალნი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსია, რომელმაც კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა რუსეთში. ის ბოლო წლებში რამდენჯერმე იყო საპატიმროში, მას არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არ დაუშვეს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.