გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინას უარი უთხრა საბრძოლო ტანკების გადაცემაზე.
„არცერთ ქვეყანას აქამდე არ მიუწოდებია [უკრაინისთვის] დასავლეთის მიერ წარმოებული ქვეითი საბრძოლო ტექნიკა, ან ძირითადი საბრძოლო ტანკები“, - თქვა მინისტრმა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
"ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევთანხმდით, რომ გერმანია ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებს",- განმარტა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
გერმანია, ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები უკრაინას რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ. მათ შორისაა სამხედრო ტექნიკით დახმარებაც.
ასევე ნახეთ: კარა მაკდონალდი: „რაც ხდება უკრაინაში, იმოქმედებს საქართველოზეც“გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნიდან სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სამინისტროს განმარტებით, ეს უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. გერმანია იარაღს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად კიევს ააწვდის.
24 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული სამხედრო ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი 5.1 მილიარდ ევროს აღწევდა. გასულ წელს, იმავე დროს, ეს მონაცემი 2.9 მილიარდი იყო.
კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორშაბათს თქვა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ 24 თებერვალს შეიჭრა. დასავლეთის ქვეყნები კიევს მხარდაჭერას უცხადებენ და იარაღით, ფინანსური თუ ჰუმანიტარული კუთხით რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარებიან.