გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სამშაბათს თქვა, რომ პარლამენტს სთხოვს დროებით უფლებამოსილებას, რომელიც მის ფედერალურ მთავრობას ნებას დართავს, ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღის შესაჩერებლად, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო შეზღუდვები დააწესოს.
ასევე ნახეთ: გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
მერკელი ჟურნალისტებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც მისმა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ მთავრობას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლებას მისცემს, მათ შორისაა კომენდანტის საათი და ვირუსის გავრცელების მაღალი დონის ადგილებში, სკოლების და ბიზნესების დაკეტვა.
კანცლერმა თქვა, რომ ეს ზომები საჭიროა, რათა ”პანდემიის მესამე ტალღა დაიმსხვრეს და ინფიცირების სწრაფი ზრდა შეწყდეს”. შეზღუდვები გავრცელდება ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც ერთ კვირაში ზედიზედ სამი დღის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევები ყოველ 100 000 მოსახლეზე 100-ს აჭარბებს.
ამ წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყნის გახსნის და შეზღუდვების გაუქმების გეგმას წარმოადგენდა, მერკელმა ისაუბრა “საავარიო მუხრუჭის” საჭიროებაზე, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ-19-ის შემთხვევები მოიმატებდა.