დაუვიწყარი შეხვედრა და იმპროვიზირებული კონცერტი ვოლტერ რიდის ჰოსპიტლის მისაღებში
„ქართული ხმების“ კვარტეტმა -დათო არჩვაძის, დათო კიკაბიძის, ზურა და გივი ბაკურაძეების შემადგენლობით- ვაშინგტონში ავღანეთში დაჭრილი ქართველი ვეტერანები მოინახულეს და მათ უჩვეულო საჩუქარი ჩამოუტანეს. მოისმინეთ სიუჟეტი ვოლტერ რიდის ჰოსპიტლის მისაღებში გამართული ემოციური შეხვედრის შესახებ.