საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველებმა ხმა ტრადიციულად, ავღანეთში „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიაში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა მისცეს. ქაბულთან ახლოს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“, დღეს გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე, ხმის უფლება 875 ჯარისკაცსა და ოფიცერს ჰქონდათ.
ბაგრამის ბაზაზე ხმა შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის მებრძოლებმა მისცეს; ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, Resolute Support Mission შტაბ-ბინაში განლაგებულმა IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მიიღო. ხოლო, მაზარ-ი-შარიფში, ხმას II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის ჯარისკაცები აძლევდნენ.
საარჩევნო უბნები ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დილის 8 საათზე გაიხსნა, ქართველ სამხედროების სასურველი კანდიდატის შესარჩევად დრო საღამოს, 20:00 საათამდე ჰქონდათ, სწორედ ამ დროს დაილუქა საარჩევნო ურნები. შედეგები 28 ოქტომბერს საღამოს გახდება ცნობილი. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე პოლკოვნიკი თედორე პაპავა ამბობს:
ბაგრამის ბაზაზე არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, ყველა სამხედრო მოსამსახურეს მიეცა საშუალება, ქვეყნის წინაშე მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა“თედორე პაპავა, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის მეთაური
„ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ სრულად მიიღო მონაწილეობაა არჩევნების პროცესში. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ყველა სამხედრო მოსამსახურეს მიეცა საშუალება, ქვეყნის წინაშე მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა“.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ისევ როგორც წინა, 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში, 23 კანდიდატი იბრძვის, ამის მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტენებში 25 კანდიდატის გვარია შეტანილი. ტრადიციონალისტთა და ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერებმა საკუთარი კანდიდატურები „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის სასარგებლოდ იმ დროს მოხსნეს, როცა ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი იყო.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში 48-ე ნომრით მონაწილეობს. მისი უშუალო კონკურენტები: დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოდან“ და გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ შესაბამისად 2 და 5 ნომრით. 10 ნომრით არის ბიულეტენში შეტანილი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი, 25-ით პარლამეტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და 36-ით „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას 3 558 437 პოტენციური ამომრჩევლის სია გადასცა. გადამოწმების შემდეგ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 504 082 შეადგინა.
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილი 3709 საარჩევნო უბნისთვის 3 252 800 ბიულეტენი დაბეჭდა. 209 უბნისთვის ბიულეტენები ქართულ-აზერბაიჯანულ, 133 უბნისთვის კი ქართულ-სომხურ ენებზეა, ოთხ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს სამ ენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური ბიულეტენი დახვდებათ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნებიან საერთაშორისო დამკვირებლები, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან (IRI). თბილისში მყოფი IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი ამბობს:
საპრეზიდენტი არჩევნებს საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის 12-კაციანი ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისი დიდი იმედი მაქვს ”სტივენ ნიქსი, IRI-ის ევრაზიის დივიზიის დირექტორი
„28 ოქტომბრის საპრეზიდენტი არჩევნებს საქართველოში ჩვენი ორგანიზაციის 12-კაციანი მისია დააკვირდება. ჩვენ უკვე შევხდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხვალიდან კი დამკვირვებლები რეგიონებში განაწილდებიან და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დავიწყებთ, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის და გამჭვირალე საარჩევნო პროცესის დიდი იმედი მაქვს”
28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსწლიანი ვადით აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყნის მეთაურს პირდაპირი გზით ავირჩევთ. ასევე ცნობილია, რომ თუ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა იგი ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში არ შევა და ათონელის რეზიდენციაში იმუშავებს.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია 1991-2018
2018, 28 ოქტომბერი
პრეზიდენტი: ?
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 504 082
კანდიტატები (23): ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი), დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა), ლევან ჩხეიძე (ახალი ქრისტიან დემოკრატები), კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო), შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია), მიხეილ სალუაშვილი (სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე), ზვიად ბაღდავაძე (სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო), ირაკლი გორგაძე (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის), გიორგი ლილუაშვილი (პარტია საქართველო), ზვიად მეხატიშვილი (ქრისტიან კონსერვატიული პარტია), ზვიად იაშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), გელა ხუციშვილი (ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა), თამარ ცხორაგაული (თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა), მიხეილ ანთაძე (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის), ოთარ მეუნარგია (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს), გიორგი ანდრიაძე (დამოუკიდებელი), ბესარიონ თედიაშვილი (დამოუკიდებელი), ვლადიმერ ნონიკაშვილი (დამოუკიდებელი), კახაბერ ჭიჭინაძე (დამოუკიდებელი), თეიმურაზ შაშიაშვილი (დამოუკიდებელი), სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი), დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო), გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
2013, 27 ოქტომბერი
პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი (ქართული ოცნება) – 62,11%
რეგისტრირებული 3 537 719 ამომრჩეველიდან არჩევნებში - 1 629 685 (46,96%) მიიღო მონაწილეობა
კანდიტატები (23): დავით ბაქრაძე (ნაციონალური მოძრაობა) – 21,73%, ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა) – 10,18%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 2,88%, გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) – 1,06%, კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია) – 0,60%, ზურაბ ხარატიშვილი (ევროპელი დემოკრატები) - 0,23%, ლევან ჩაჩუა (დამოუკიდებელი) – 0,19%, ნინო ჭანიშვილი (დამოუკიდებელი) – 0,14%, სერგო ჯავახაძე (სამართლიანი საქართველოსთვის) – 0,13%, გიორგი ლილუაშვილი (დამოუკიდებელი) – 0,12%, აკაკი ასათიანი (ტრადიციონალისტთა კავშირი) – 0,10%, მიხეილ სალუაშვილი (დამოუკიდებელი) – 0,08%, თეიმურაზ მჟავია (ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია) – 0,08%, მამუკა მელიქიშვილი (დამოუკიდებელი) – 0,06%, გიორგი ჩიხლაძე (დამოუკიდებელი) – 0,05%, ნესტან კირთაძე (დამოუკიდებელი) – 0,05%, თამაზ ბიბილური (დამოუკიდებელი) – 0,04%, ნუგზარ ავალიანი (ერთიანი კომუნისტური პარტია) – 0,04%, ავთანდილ მარგიანი (დამოუკიდებელი) – 0,04%, ქართლოს ღარიბაშვილი (დამოუკიდებელი) - 0,03%, თეიმურაზ ბობოხიძე (დამოუკიდებელი) – 0,02%, მამუკა ჭოხონელიძე (დამოუკიდებელი) - 0,02%
2008, 5 იანვარი
პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 53,47%
რეგისტრირებული 3 527 964 ამომრჩეველიდან არჩევნებში - 1 982 318 (56,19%) მიიღო მონაწილეობა
კანდიტატები (7): ლევან გაჩეჩილაძე ( ერთიანი ეროვნული საბჭო) – 25,69%, ბადრი პატარკაციშვილი(დამოუკიდებელი) – 7,10%, შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) – 6,49%, დავით გამყრელიძე (ახალი მემარჯვენეები) – 4,02%, გიორგი მაისაშვილი( მომავლის პარტია) – 0,77%, ირინა სარიშვილი-ჭანტურია (პარტია იმედია) – 0,16%
2004, 4 იანვარი
პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 96,24%
რეგისტრირებული 2 231 986 ამომრჩეველიდან არჩევნებში - 1 963 556 (82,8%) მიიღო მონაწილეობა
კანდიტატები (6): თეიმურაზ შაშიაშვილი (პოლიტიკური მოძრაობა წინ საქართველო) – 1,87 %, როინ ლიპარტელიანი (დავით აღმაშენებლის პარტია) – 0,26%, ზაზა სიხარულიძე (ღვთისშვილთა კავშირი - შშმ პირთა ასოციაცია) – 0,24, ქართლოს ღარიბაშვილი (ადვოკატთა პარტია) - 0,21 %, ზურაბ ქელეხსაშვილი (ეროვნულ–სახელმწიფოებრივი მოძრაობა „მძლეველი“) - 0,10%
2000, 9 აპრილი
პრეზიდენტი: ედუარდ შევარდნაძე (მოქალაქეთა კავშირი) – 79,82%
რეგისტრირებული 3 088 925 ამომრჩეველიდან არჩევნებში - 2 343 176 (75,9%) მიიღო მონაწილეობა
კანდიტატები (6): ჯუმბერ პატიაშვილი (დამოუკიდებელი) – 16,66%, ქართლოს ღარიბაშვილი (დამოუკიდებელი) - 0,34 %, ავთანდილ ჯოგლიძე (ეროვნულ–სახელმწიფოებრივი მოძრაობა „მძლეველი“) - 0,25%, ვაჟა ჟღენტი (პროგრესული პარტია) – 0,15 %, თენგიზ ასანიძე (დამოუკიდებელი) – 0,12%
1995, 5 ნოემბერი
პრეზიდენტი: ედუარდ შევარდნაძე (მოქალაქეთა კავშირი) - 77%
რეგისტრირებული 3 106 557 ამომრჩეველიდან არჩევნებში - 2 139 369 (68,3%) მიიღო მონაწილეობა
კანდიტატები (6): ჯუმბერ პატიაშვილი (დამოუკიდებელი) – 20,01%, აკაკი ბაქრაძე (ილია ჭავჭავაძის საზოგადოება) – 1,5%, პანტელეიმონ გიორგაძე (ერთიანი კომუნისტური პარტია) – 0,5%, ქართლოს ღარიბაშვილი (დამოუკიდებელი) - 0,5%, როინ ლიპარტელიანი (აგრარული პარტია) – 0,4%
1991, 26 მაისი
რეგისტრირებული 3 594 810 ამომრჩეველიდან არჩევნებში - 2 978 247 (82,9%) მიიღო მონაწილეობა
პრეზიდენტი: ზვიად გამსახურდია (მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო) - 87,03%
კანდიტატები (6): ვალერიან ადვაძე (ეროვნული თანხმობის და აღორძინების კავშირი) - 7,17%, ჯემალ მიქელაძე (კომუნისტური პარტია) - 1,58%, ნოდარ ნათაძე (სახალხო ფრონტი) - 1,14%, ირაკლი შენგელია (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) - 0,88%, თამაზ კვაჭანტირაძე (თავისუფალ დემოკრატთა კავშირი - 0,25%