პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ მხარი დაუჭირა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცა.
ასევე ნახეთ: შაჰინი: უცხოელ აგენტებზე კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის მსგავსიპირველი მათგანი თავად "ხალხის ძალის" მიერ შექმნილი კანონია, მეორე კი ამერიკული კანონის ქართული თარგმანია, რომელიც შტატებში ლობისტური საქმიანობის კონტროლისთვის შეიქმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მონაწილეობა არ მიეცა ჩართულიყვნენ საკომიტეტო განხილვებში. ისინი კი, ვინც დარბაზში მოხვდნენ, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისას, თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნეები ხდებოდნენ დეპუტატების მხრიდან.