მუშაობას აგრძელებს ცესკო, რომელიც დღეს საჩივრების განხილვის პროცესშია
დედაქალაქმა თბილისობის ტრადიციულ დღესასწაულს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. პრეზიდენტი სააკაშვილი აბანოთუბანს ესტუმრა და რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა. პარალელურად ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ კონსულტაციები დღესაც გაგრძელდა. როგორც ცნობილია, ორშაბათს ქართული ოცნების ლიდერმა მთავრობის შემადგენლობა უნდა გამოაცხადოს. ორშაბათსვე მინისტრობის კანდიდატები მათ დაქვემდებარებაში გადამავალ უწყებებში შევლენ და პარლამენტის პირველ სხდომამდე სამინისტროების მუშაობას გაეცნობიან. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალი შემადგენლობით 20 ოქტომბრამდე უნდა შეიკრიბოს.
მუშაობას აგრძელებს ცესკო, რომელიც დღეს საჩივრების განხილვის პროცესშია. სპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ცესკო სასამართლო გადაწყვეტილებებს ელის და შესაბამისად შესაძლოა ხაშურის 3 ოლქის შედეგი გააუქმოს. მთელი საქართველოს მასშტაბით შედეგები ამჟამად 12 საარჩევნო უბანზეა გაუქმებული და 4-ზე სავარაუდოდ ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სიახლეები თითქმის ყოველდღიურად ხდება. დღეს კომპანია ვისოლის ქსელში საწვავი 8 თეთრით გაიაფდა. ცვლილებებია მედია-სივრცის წამყვან ტელეარხებზე. „რუსთავი ორის“ 40 %-ის სამი დღის წინ სახელდახელოდ გაიყიდვის შემდეგ, განცხადებას დღეს უკვე „იმედი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის მთლიანად საინფორმაციო ფორმატზე გადადის. ტელეკომპანია „იმედი“ამიერიდან საზოგადოებას მხოლოდ ახალ ამბებს, პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუებს მიაწვდის.