ირინა იმერლიშვილი აცხადებს, რომ შეთავაზება უკვე მიიღო და დათანხმდა
ქართული ოცნების დეპუტატი და ამჟამად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი გახდება. როგორც თავად ირინა იმერლიშვილი აცხადებს, მან ეს შეთავაზება უკვე მიიღო და დათანხმდა. იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეცვლის, რომელიც აცხადებს, რომ თანამდებობიდან გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციამდე გადადგება.
ირინა იმერლიშვილი 1993 წლიდან 2000 წლამდე პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.2000წელს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2006 წელს იმერლიშვილი რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა. 2012 წელს კი ქართული ოცნების პარტიული სიით დეპუტატი გახდა.
ოქტომბერში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც 17 ნოემბერს ამოქმედდება, უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება შეიზღუდება.