იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის არჩევა ფარული კენჭისყრით საქართველოში პირველად ხდება
საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ქართველი მოსამართლეები თავად აფუძნებენ იუსტიციის საბჭოს, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გახდეს.
სასტუმრო „რადისონში“ დღეს საქართველოს მოსამართლეთა მე-10 კონფერენცია ტარდება, რომელზეც დღის წესრიგის თანახმად, მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 ახალ წევრს ირჩევენ. მოსამართლეთა ნაწილი რეგლამენტში კორექციებს ითხოვდა, თუმცა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი დაამტკიცა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კონფერენციამ მამუკა ახვლედიანი არიჩია. მას ღია კენჭისყრით 197-მა მოსამართლემ მისცა ხმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით პირველად ხდება. საბჭოს 7 წევრს 240 მოქმედი მოსამართლე ირჩევს. სულ, იუსტიციის საბჭოში, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 15 წევრია.