მერაბიშვილთან ერთად დააკავეს სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამად კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დააკავა. მერაბიშვილთან ერთად დაიჭირეს სააკაშვილის მთავრობის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამად კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ამ პირებს ბრალად ედებათ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა და თვალთმაქცური ქმედებები, რამაც სახელმწიფოს 5 200 000 ლარის ზარალი მიაყენა.
გარდა ამისა პროკურატურა მერაბიშვილს დაბა კვარიათში კერძო პირის საცხოვრებელი სახლის უკანონო მითვისებაში ედავება, რომელიც მას „დასასვენებლად“ მოწონებია. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმერეთის სამხარეო პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს 26 მაისის და გირგვლიანის საქმეებზე ბრალი უახლოეს მომავალში წარედგინება.