რესპუბლიკელმა სენატორმა, დენ სალივანმა ალასკიდან, ოთხშაბათს არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. შედეგად რესპუბლიკელებს სენატის 100 მანდატიდან ამ დროისთვის 50 აქვთ. ამ დრომდე უცნობია თუ ვინ გააკონტროლებს სენატს. ეს საკითხი იანვარში, ჯორჯიის შტატში მეორე ტურზე გადაწყდება.
ახლა ყურადღება სწორედ ამ შტატისკენაა მიპყრობილი. ამ დროისთვის ჯორჯიის შტატს ორი რესპუბლიკელი სენატორი წარმოადგენს, დევიდ პერდიუ და კელი ლოეფლერი, თუმცა მათ ვერ მოახერხეს ხმების 50 პროცენტის მოგროვება და შედეგად მეორე ტური 5 იანვარს გაიმართება.
ასევე ნახეთ: ჯორჯიის შტატში ხმებს თავიდან გადაითვლიანპერდიუ დემოკრატ ჯონ ოსოფს უპირისპირდება, ჟურნალისტს, რომელმაც 2017 წელს წარმომადგენელთა პალატისთვის ბრძოლა წააგო, თუმცა ახლა ცდილობს პერდიუს დამარცხებას, რომელიც ჯორჯიას სენატში 2015 წლიდან წარმოადგენს.
ლოეფლერი კი რაფაელ ვორნოკს უპირისპირდება, პროგრესულად განწყობილ დემოკრატს, რომელიც ერთ-ერთი ბაპტისური ეკლესიის მღვდელია.
ასევე ნახეთ: ბაიდენს პრეზიდენტობა ისტორიული გამოწვევების პირისპირ მოუწევსამ ეტაპზე, სენატში დემოკრატებს 48 მანდატი აქვთ. 3 ნოემბრის არჩევნებზე მათ ერთი მანდატით მეტი მოიპოვეს. დემოკრატებმა სენატის ერთი ადგილი დაკარგეს, თუმცა ორში გამარჯვებას მიაღწიეს.
თუ რესპუბლიკელები ჯორჯიის შტატში ორიდან ერთ-ერთ მანდატს მოიპოვებენ, მათ სენატში უმრავლესობა ექნებათ. თუმცა, თუ დემოკრატები ორივე შემთხვევაში მიაღწევენ გამარჯვებას, მაშინ მანდატები სენატში 50-50-ზე გადანაწილდება ორ პარტიას შორის (სულ სენატში 100 მანდატია). ამ შეთხვევაში, თანაბარი მანდატების პირობებში, გადამწყვეტი ხმა, ვიცე-პრეზიდენტ კალამა ჰარისს ექნება. დემოკრატებს შედეგად ექნებათ კონტროლი პალატაზე და შეძლებენ სხვადასხვა კანდიდატების და წინადადებების დაბრკოლების გარეშე გატანას.
ასევე ნახეთ: კამალა ჰარისი - ამერიკის არჩეული პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის ისტორია და მნიშვნელობათუმცა, თუ კონტროლს რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ, ბაიდენის მომავალ ადმინისტრაციას მოუწევს, რესპუბლიკელებთან რთულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გადასახადები, იმიგრაცია, ჯანდაცვა და სხვა.