საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც განაგრძობს შიმშილობას რუსთავის 12-ე საპყრობილეში, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა. შენ რომმართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქგამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ასევე ნახეთ: სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კრიტიკულ ფაზას უახლოვდებაგავრცელდა ასევე განცხადება, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უარს ამბობს, შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე.
"ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - აცხადებს სააკაშვილი.
პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, თბილისში აქცია გამართა. აქციაზე პრემიერ მინისტრმა, შეკრებილ ხალხს მიმართა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, ბოლომდე მივიყვანო, - გან=ცხადა პრემიერ მინისტრმა.