დადებითი და გამაღიზიანებელი ფაქტორები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა, ასეთი იყო ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის თემა, რაზეც მომხსენებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. ინტერესის საგანს პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში შეცვლილი ხელისუფლება, ძველ მთავრობასთან თანამშრომლობის პერსპექტივა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა წარმოადგენდა.
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა დოქტორმა ნინო ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ შიშზე, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა და ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობას შეეხებოდა. ნინო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს კითხვები ქართული ოცნების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით უკვე აღარ არსებობს, რადგან ახალმა ხელისუფლებამ დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულება არაერთხელ დაადასტურა. ერთერთი მომხსენებელი იყო კარნეგის მშვიდობის ფონდის ანალიტიკოსი ტომ დე ვაალი:
„რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ერთერთი პოზიტიური ნიშანია, რომ ქართველი სპორტსმენები 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე გაეგზავრებიან. ამდენად, საქართველო ამ მოვლენის სიღმეში იქნება და არ დარჩება მიღმა. ასევე იმედია, იქნება დიალოგი ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე და საქართველოს შეეძლება ჩაერთოს ამ პროცესში. რაც შეეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთმა ამ რეგიონების აღიარებით 2008 წელს დიდი შეცდომა დაუშვა. მან იმოქმედა მოკლევადიანი სტრატეგიით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი რუსეთმა დაკარგა, როგორც კონფლიქტებზე, ასევე საქართველოზე გავლენის ბერკეტი, რადგან ის იქცა ამ კონფლიქტების უშუალო მხარედ “
საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე ისაუბრა ერთერთმა მომხსენებელმა უპსალას უნივერსიტეტიდან ნიკოლას ნილსონმა.
მისი თქმით, ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს პარლამენტში ახლახანს მიღებული დოკუმენტი, სადაც ახალი ხელისუფლება აფიქსირებს თავის ერთგულებას არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მართალია, ეს არ არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, თუმცა უკვე ნათელია, რომ საქართველოს დასავლურ ორიენტაციას საფრთხე არ ემუქრება და ამის იგნორირება რთული იქნება.
ერთერთმა მომხსენებელმა ოლეგ კოზლოვსკიმ, რუსეთის მიერ ქართველი დეპუტატის გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მოსკოვის ამ ნაბიჯის უკან დგას კრემლის სურვილი, რათა დაამტკიცოს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობები წახალისებულია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და არა მის მიერ გადადგმული ანტიდემოკარტიული ნაბიჯებით.
კონფერენციის მსვლელობის დროს, „ამერიკის ხმა“ რამდენიმე გამომსვლელს გაესაუბრა.
http://www.amerikiskhma.com/flashembed.aspx?t=vid&id=1631478&w=512&h=320
სერგეი მარკედონოვი: „ჯერჯერობით საუბარი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ნიშანზე, რომ მხარეები პრაგმატულ ურთიერთობებში არიან დაინტერესებული. თავიდან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე საუბრობდა ქართული ოცნება და თავად ივანიშვილი. შემდეგ იყო რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება. მათ შორის გამოვყოფდი ზურაბ აბაშიძეს, რომელსაც რუსეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს რუსულ ვითარებას. მერე იყო რუსეთის სანიტარული სამსახურის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შანსის გაჩენა. ამ ყველაფერს შესაძლოა ეწოდოს ნორმალიზების დასაწყისი. თუმცა, ეს ჯერ არ არის მყარი მიმართულება. შეიძლება ითქვას, არსებობს გამაღიზიანებელი ფაქტორებიც. ასეთად რუსულმა მხარემ შესაძლოა ჩათვალოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დასავლური კურსის შენარჩუნების შესახებ, რომელიც კონსენსუსით მიიღეს. საქართველოსთვის კი ასეთი გამაღიზიანებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს რუსული მხარის დუმილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ თავად დიალოგის და შეხვედრების ფაქტი პოზიტიურია და მისასალმებელი.“
ანალიტიკოსი ნიკოლას ნილსონი თვლის, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დადებითი მომენტები შეინიშნება, თუმცა უმთავრესი საკითხების მოგვარებამდე შორი გზა რჩება:
„საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების პოზიტიური სიგნალია ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ასევე ურთიერთობაში ტონის შეცვლა. თუმცა, ჯერ ვერ ვხედავთ ცვლილებებს ფუნდამენტურ საკითხებზე. მიმაჩნია,რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან დაახლოვებაზე საუბარი ადრეა, ვიდრე რუსეთი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში, რაც მოსკოვისთვის ძალიან რთული ნაბიჯია.“
დოქტორი ნინო ჯარაფიძე აფხაზებთან და ოსებთან უშუალო დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, რამაც კონფლიქტების გადაჭრის წინაპირობა უნდა შექმნას.

შეიძლება ითქვას, არსებობს გამაღიზიანებელი ფაქტორებიც. ასეთად რუსულმა მხარემ შესაძლოა ჩათვალოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია დასავლური კურსის შენარჩუნების შესახებ, რომელიც კონსენსუსით მიიღეს...სერგეი მარკედონოვი