ბჟანია КПЗ-ში: პუტინის მორიგი რევერანსი ხაჯიმბას

პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრის შემდეგ, აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ნარკოლოგიურში წაიყვანეს

მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას შეხვედრიდან, ზუსტად ორ დღეში, რუსეთის ტერიტორიაზე, აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დააკავეს.

ასლან ბჟანია ოპოზიციური „პოლიტიკური პარტია“ „ამცახარას“ თანათავჯდომარეა. მან 15 დეკემბრამდე მისცა "პრეზიდენტ" ხაჯიმბას ვადა, რომ თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი არეულობით დაემუქრა.

"ამცახარას" ყრილობა სოხუმის "დინამოს" სტადიონზე, სადაც ხაჯიმბას რეჟიმი "ანტისახალხოდ" გამოცხადდა

ბჟანია სოჭში პირველად 2 დეკემბერს დააკავეს და ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს, იარაღის უკანონო შენახვის ფაქტს ედავებოდნენ. გაჩრიკეს მისი კუთვნილი ბინაც. 3 დეკემბერს, იგი ორჯერ შეედა აფხაზეთში გადასვლას, ისევ დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ „რუსეთის და აფხაზეთის მტერია.“

ბჟანიას დაკავებას სარკისებური ეფექტი ჰქონდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ოპოზიციამ ხაჯიმბას რეჟიმი „პოლიტიკური ოპონენტების დევნაში“ დაადანაშაულა, ხოლო გუშინ, ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში, 500-მდე ადამიანმა, სოხუმი-გალის საავტომობილო გზა გადაკეტა.

სოფელ ტამიშში გუშინ ცენტრალური გზა იყო გადაკეტილი

დესტაბილიზაციის ასაცილებლად, ხაჯიმბამ, სოხუმში, სასწრაფო წესით შეკრიბა „უშიშროების საბჭო“. მან კატერგორიულად უარყო, ბჟანიას დაკავებასთან კავშირი და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ოპონენტის სასწრაფოდ გათავისუფლება. 4 დეკემბრეს, 19 საათსა და 30 წუთზე, ბჟანიამ ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნტი გადაკვეთა და პირველი კომენტარი გააკეთა

სოჭში საქმე აღიძრა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტზე. საქმე აღიძრა არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი თითქოს ჩემს სახლში ინახებოდა.თუმცა, მე ყველა დოკუმენტი წესრიგში მაქვს. ამჟამად, მე ამ საქმეში ვარ მოწმის სტატუსით“.
ასლან ბჟანია, აფხაზური ოპოზიციის ლიდერი

„მე მაქვს სახელობითი იარაღი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა გადმომცა. სოჭში საქმე აღიძრა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტზე. საქმე აღიძრა არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი თითქოს ჩემს სახლში ინახებოდა. თუმცა, ყველა დოკუმენტი წესრიგში მაქვს. ამჟამად, მე ამ საქმეში ვარ მოწმის სტატუსით“.

53 წლის ასლაბ ბჟანიას, 2010-2014 წლებში, „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ თავმჯომარის პოსტი ეჭირა. ის ამ თანამდებობაზე სერგეი ბაღაფშმა დანიშნა, უფლებამოსილება ალექსანდრე ანქვაბმა გაუგრძელა, თანამდებობიდან კი სწორედ რაულ ხაჯიმბამ გადააყენა.

ბჟანია ერთ-ერთი იყო, რომელმაც სოხუმში, 2014 წლის მაისის ცნობილი მოვლენების დროს, როცა, მოსკოვის ღია მხარდაჭერით, ხაჯიმბას მომხრეებმა ძალის გამოყენებით, „პრეზიდენტის რეზიდენცია“ დაიკავეს, ანქვაბს ბოლომდე უერთგულა. ანქვაბის რუსეთში გაქცევის შემდეგ კი ოპოზიციაში წავიდა და საკუთარი კანდიდატურა 2014 წლის აგვისტოს „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ დააყენა.

ასლან ბჟანის საარჩევნო პლაკატები სოხუმში

საბოლოოდ, ხაჯიმბამ (50600 ხმა) 14 ათასი ხმით აჯობა ბჟანიას (36 000 ხმა) და გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს უკანასკნელი თანამდებობიდან მოხსნა. ბჟანია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, თუმცა, 2015 წლის აპრილში სოხუმში დაბრუნდა და სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ფონდი „აპრა“ დააფუძნა. უკვე მაისში კი ოპოზიციურმა „ამცახარამ“ ის ერთ-ერთ ლიდერად დაასახელა.

აფხაზური ოპოზიცია ბჟანიას ხელმძღვანელობით, მეორე წელია, აგრესიულად უტევს ხაჯიმბას და 15 დეკემბერს, "სახალხო კრების" გზით, მის გადასაყენებლად ემზადება. აქამდე, ყველაზე კრიტიკული სიტუაცია 2016 წლის ივლისში იყო, როცა ოპოზიციამ "შინაგან საქმეთა სამინისტროს" შენობის შტურმით აღება სცადა.

კრემლი ამ დაპირისპირებაში მოქმედი „პრეზიდენტის“ მხარეს იჭერს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 1 დეკემბერს ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში სიტუაცია კონტროლიდან არ უნდა გავიდეს

ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში ხდება რთული შიდაპოლიტიკური მოვლენები. ეს რა თქმა უნდა ნორმალური მოვლენაა ნესბიმიერი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია იქნება კონტროლ ქვეშ და არ გავა სამართლებრივი ველიდან”
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

„ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში ხდება რთული შიდაპოლიტიკური მოვლენები. ეს რა თქმა უნდა ნორმალური მოვლენაა ნესბიმიერი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია იქნება კონტროლ ქვეშ და არ გავა სამართლებრივი ველიდან".

ახლანდელი მდგომარეობით, ხაჯიმბას რეჟიმს ოკუპირებულ აფხაზეთში მხარს უჭერს, 1992-93 წლების ომის ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“, პოლიტიკური პარტიები: „აპსნი“, „აიააირა“, „სახალხო ერთიანობის ფორუმი“, სოციალ-დემოკრატები, ეკონომიკური განვითარების პარტია და სახალხო პარტია.

ოპოზიციაში, ომის ვეტერანების პარტია „ამცახარასთან“ ერთად არიან: სახალხო მოძრაობა „აიათარა“, რომელსაც ყოფილი „პრემიერი“ ლეონიდ ლაკერბაია ხელმძღვანელობს; რესპუბლიკური სახალხო ორგანიზაცია „კიარაზაა“, "აბზანჰარა" და პოლიტიკურ პარტია „აინარი“.

ჯერჯერობით, ნეიტრალური პოზიცია უკავია და დიალოგის მომხრეა პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთი“, რომელსაც ყოფილი საგარეო მინისტრი სერგეი შამბა უდგას სათავეში.

ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი „საპარლამენტო არჩევნები“ 2017 წელს უნდა გაიმართოს, ხოლო „საპრეზიდენტო“ - 2019 წელს. სეპარატისტების მოქმედი "ლიდერი" რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თანამდებობაზე უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩება.