უკანონოდ მოპოვებული, 26 000 ფარული აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალიდან, მხოლოდ 181 საათისა და 30 წუთის მასალა განადგურდება
თბილისი —
პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერები და ფოტოარქივი, ხვალ 5 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში განადგურდება.
სწორედ იმ დეპარტამენტის შენობაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, წლების მანძილზე იყო დაკავებული უბინძურესი დანაშაულებრივი საქმიანობით. ამჟამად, ამ შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული სააგენტოებია განთავსებული, რომლებიც კუდ-ის რეფორმირების შედეგად წარმოიქმნა.
გასანადგურებელი ფარული ფოტო და ვიდეო მასალების საერთო მოცულობა გამაოგნებელი და შემზარავია: 181 საათი და 30 წუთი. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, წლების მანძილზე ფარული თვალთვალის ობიექტები იყვნენ როგორც მაშინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს:
“ჩვენ ეს პერიოდი დაგვჭირდა დახარისხებისთვის. მოგეხსენებათ რომ დღემდე ეს მასალები სისტემატიზირებული არ იყო. თუმცა, ზოგიერთი ფაილი შეიძლება საინტერესო ყოფილიყო დანაშაულის გამოძიების თვალსაზრისით.
სამწუხარო რეალობაა, რომ მასალების უდიდესი ნაწილი უკანონოდ მოპოვებულია და დანაშაულის გამოძიებასთან, გამოვლენასთან და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ეს იყო პირდაპირ მიმართული იქეთკენ, რომ ეს ინფორმაციები პოლიტიკური მოწინააღმდეგის მაკომპრომიტირებელი ყოფილიყო. გვინდა, რომ ეს სამწუხარო რეალობა სამუდამოდ დასრულდეს საქართველოში.“
ახალ ხელისუფლებას სულ „მემკვიდრეობით“ 26 000-მდე უკანონოდ მოპოვებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერი ერგო, აქედან ხვალ მხოლოდ, ნაწილი - პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი არქივი განადგურდება.
არქივის ამ ნაწილის სასწრაფო განადგურების საკითხი, დღის წესრიგში, განსაკუთრებით მწვავედ მაისის სკანდალის შემდეგ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძემ მოქალაქე გ.ფ-ზე ანგარიშსწორების მიზნით, მისი პირადი ცხოვრების, უკანონოდ მოპოვებული სექს-კადრები ინტერნეტით გაავრცელა.
ხვედელიძე დააკავეს, თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა შემდეგ 5000 ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს და ბოლოს კი საზღვრის გადაკვეთის უფლებაც კი მისცეს. მის მიმართ გამოძიება ისევ გრძელდება.
საინტერესოა, რომ უკანონოდ მოპოვებული არქივის ამ ნაწილის განადგურება აქამდე რამდენჯერმე გადაიდო. არიქვი საჯაროდ ჯერ კიდევ 23 ივნისს უნდა განადგურებულიყო, შემდეგი თარიღი უკვე 15 აგვისტო იყო. ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობის მრჩევლის თომას ჰამერბერგის აზრი, რომელმაც მხარი იმ მასალების განადგურებას დაუჭირა, რომელიც გამოძიებისთვის ღირებული არ იყო.
გუშინ არქივის განადგურებას სპეციალური კომისიის 8 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი მოხლოდ იურისტი კახი კახიშვილი წავიდა. მისი არგუმენტი ასეთია:
„მე, როგორც კომისიის ერთ წევრს მაქვს განსხვავებული აზრი. მე ამ აზრს დავურთავ კომისიის სხდომის ოქმს. მე მიმაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა ყოფილიყო იმ დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილი, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და გადამეტებით ადგნენ და გაბედეს მოქალაქეების საძინებლებში კამერების დამონტაჟება. ის, რომ ეს მასალები ნადგურდება ნიშნავს იმას რომ ის ადამიანები არ დაისჯებიან."
ჯერჯერობით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული არქივის შექმნისთვის, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა იძებნება, რომელსაც ამ და სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის დაუსწრებლად პატიმრობაც აქვს შეფარდებული.
შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი, რომელიც უკანონო მოსმენებისთვის ნოემბერში დააკავეს, ამჟამად თავისუფალია. ისევე როგორც კუდ-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც ასევე უკანონო მოსმენებისთვის იყვნენ დაკავებულნი.
ვისი ბრძანებით იქმნებოდა 26 ათასამდე უკანონოდ მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების არქივი შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებში, რამდენი ოპერატიული თანამშრომელი იყო ჩაბმული უკანონო ოპერაციებში, იყვნენ თუ არა საქმის კურსში ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, რა სახსრები დაიხარჯა ამ უკანონო ოპერაციებზე ბიუჯეტიდან და არსებობს თუ არა ამ უკანონო ფაილების ასლები?!, ამ კითხვებზე პასუხი ისევ არ არსებობს.
ნიშანდობლივია, რომ 2013 წლის ივლისის ბოლოს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა ყველა ის პირი, რომლებმაც 2012 წლის 31 დეკემბრამდე, უკანონო თვალთვალის შედეგად პირადი საიდუმლოების შემცველი მასალები მოიპოვეს.
Your browser doesn’t support HTML5