პარლამენტში "უცხოელი აგენტების" კანონის განხილვას ჩხუბი მოჰყვა

საპროტესტო აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტში, 6 მარტს ჩხუბი მოჰყვა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის განხდილვას, რომელიც კრიტიკოსების თქმით, გავლენას მოახდენს თავისუფლებებზე ქვეყნის შიგნით. პარლამენტში განიხილავენ მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. კანონპროექტები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების მწვავე პროტესტს იწვევს.

პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში. პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ამერიკული "ფარა" და განსხვავება რუსული კანონისგან ამერიკული "ფარა" და განსხვავება რუსული კანონისგან

კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ორგანიზაციებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს, უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოურ აგენტებად“.

ასევე ნახეთ: მესამე სექტორი: შსს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებას არღვევს

ამ ფონზე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ მიიღონ კანონი. დეგნანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე დამანგრეველ გავლენას იქონიებს.

ასევე ნახეთ: როგორ მუშაობს „ფარა“ და ვინ არიან უცხოეთის აგენტები ამერიკაში?

"ჩვენ არ ვკარგავთ ძალისხმევას, რომ დავიყოლიოთ ან მოვუწოდოთ მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონპროექტი. აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო - საქართველოს ბევრმა მეგობარმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას მოახდენს, რომელიც, სავარაუდოდ, გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და ჩაახშობს ხმებს, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში. ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტს კანონპროექტის გადახედვისკენ", - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ასლია, რომელიც ზღუდავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების და იქ დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობას.