პოლიტმატიმრის სტატუსის მიღების მსურველი ადამიანი გაცილებით მეტია
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე 190 ადამიანს აქვს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, 25 კი პოლიტიკურ დევნილადაა მიჩნეული, რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, ამგვარი სტატუსის მიღების მსურველი ადამიანი გაცილებით მეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მათ მიმართ არ იყო სამართლიანი, რადგან ბევრი ადამიანის საქმე ჯეროვნად არ იქნა შესწავლილი. ასეთმა ადამიანებმა საპატიმრო დაწესებულებები ამნისტიის შედეგად მართალია, დატოვეს, მაგრამ სვამენ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ვერ იქცნენ თავად პოლიტიკურად დევნილებად მიჩნეულები მაშინ, როდესაც ანალოგიური მუხლებითა და ბრალდებებით, ანალოგიურ საქმეზე გასამართლებული პირების ნაწილმა პოლიტდევნილის სტატუსი მიიღო.
რამდენიმე უკმაყოფილო ადამიანი, რომლებიც 2013 წლის იანვარში გამოცემული ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ და რომლებიც უსამართლობად თვლიან იმას, რომ მათ საქართველოს პარლამენტმა არ მიანიჭა პოლიტიკურად დევნილის სტატუსი, გორში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სტუმრობდნენ, სადაც საკუთარ უკმაყოფილებას ამ მიმართულებით აფიქსირებდნენ. კახა ტერაშვილი, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრეობის გამო თავს პოლიტდევნილად მიიჩნევს, ამბობს: “ერთი და იგივე საქმეზე, ერთი და იგივე დღეს დაკავებული, ერთი და იგივე მუხლით გასამართლებული ადამიანების ნაწილი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოვარდა, მათ შორის მეც. სიაში დარჩენილებმა მიიღეს სრული რეაბილიტაცია ამ დოკუმენტით. ჩვენ მოვითხოვთ ფორმატის გადახედვას. აქ არაა საუბარი ერთ ადამიანზე ან ერთ საქმეზე, არამედ ათობით საქმეზე და ასობით ადამიანზე.“
ეკა ბესელიამ, პარლამენტარმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომელიც უშუალოდ სწავლობდა პარტიული ნიშნით დაკავებული ადამიანების საკითხებს, რამდენიმე ხნის წინ ჩვენთან საუბრისას დაბეჯითებით განაცხადა, რომ თითოეული ადამიანის საქმე სკურპულოზულად იქნა შესწავლილი და დასკვნებიც შესაბამისად გაიცა. „ყველა საქმე შესწავლილია და ყველა სახელი და გვარი, რომელიც იმ სიაშია, ყველა დაექვემდებარა პოლიტიკურ დევნას და მათი რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ გვქონოდა შესაძლებლობა სხვა საქმეების შესწავლის. ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამით პოლიტპატიმართა რაოდენობა შემცირდა. ბევრი საქმე ვერც განვიხილეთ, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა თვენახევარში შესწავლილიყო ყველა საქმე, რომელიც მეტყველებს პოლიტიკური დევნის ფაქტზე,“– განაცხადა ეკა ბესელიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში, რომელსაც ეწოდება „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები“ სამართლებრივ ანალიზს გვთავაზობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნინო გობრონიძე ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავის დროზე საპარლამენტო კომისია, რომელიც პატიმრებისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხებს სწავლობდა, სწორედ იმ მოტივით დატოვა, რომ არ იქნა გაზიარებული მათი პოზიცია საქმის ინდივიდუალური და დეტალური შესწავლის თაობაზე და დასკვნები დაჩქარებული ტემპით გაკეთდა. ნინო გობრონიძე ამბობს: „ევროსაბჭოს მიერაა ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით ხდება პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება, მათგან ერთ–ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისთვის, რომ დაადგინო, პოლიტიკურად დევნილია თუ არა. საქმეები რაღაც დოზით უნდა შეისწავლო. ჩვენ გვქონდა გარკვეულ საქმეებზე ანალიზი, ძირითადად, 26 მაისის და შემდეგ კიდევ რამდენიმე საქმეზე, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას გამოვლინდა. გადავგზავნეთ დასკვნები, ასევე მზად ვიყავით, რომ დასკვნებთან დაკავშირებით კითხვები განგვეხილა. ასევე სხვა ორგანიზაციებსაც თუ ჰქონდათ ანალიზი სხვადასხვა საქმის, გამოვთქვით სურვილი, განგვეხილა ესეც, რათა შემდეგ ამის საფუძველზე მიგვეღო გადაწვეყლებები. თუმცა იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ კომისიის საქმიანობაში ვიყავით ჩართულები ეს არ მოხერხდა, ფორმატი მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომ დავტოვეთ კომისია. კომისია აცხადებს, რომ სიაში, რომელიც გადაეცა შემდგომში ადამიანის უფლებათა კომიტეტს, შესული იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს გამოთქვამენ უკმაყოფილებას სტატუსის მიუღებლობის თაობაზე. ამ დროისთვის ჩვენ კომისიაში უკვე აღარ ვიყავით, შემდეგ, როდესაც მიიღეს დადგენილება, რატომღაც ამოიღეს სიიდან ეს პირები. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ჩვენს მიერ საქმისთვის თვალყურის მიდევნებას: ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა ის დასკვნა, რომელიც მოამზადა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, თუმცა ასლები ჯერ არ მიგვიღია.“
ქეთევან ბებიაშვილი, საიას წარმომადგენელი შიდა ქართლში ამბობს, რომ ამნისტიით განთავისუფლებული ადამიანებს უსამართლობის განცდა უჩნდებათ, რადგან მათი საქმე თავის დროზე ჯეროვნად არ შეისწავლეს. „ეს საქმეები საჭიროებს ძალიან საფუძვლიან შესწავლას, მნიშვნელობა აქვს ფორმატსაც, რადგან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვისაც ჯერ არ მიანიჭეს სტატუსი და უთხრეს, რომ უნდა გადაისინჯოს საქმეებიო. ადამიანებს აქვთ უსამართლობის განცდა მოცემულ შემთხვევაში, რაც რაღაც სისტემით უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ მექანიზმი უნდა იქნას შემუშავებული. ხელისუფლება რას გეგმავს ამ მიმართულებით, არ გვაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე“,– ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.
პოლიტდევნილებზე და მათ რაოდენობაზე საქართველოში საუბარი ჯერ არ დასრულებულა.
„ყველა საქმე შესწავლილია და ყველა სახელი და გვარი, რომელიც იმ სიაშია, ყველა დაექვემდებარა პოლიტიკურ დევნას და მათი რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ გვქონოდა შესაძლებლობა სხვა საქმეების შესწავლის.
ეკა ბესელია