რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თუმცა, უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით იმის გამო, რომ უმცირესობამ შენიშვნების წარდგენა დააგვიანა, პარლამენტმა რეზოლუცია კანონპროექტის სახით ვერ მიიღო:
”გამომდინარე იქედან, რომ ვერაფრით ვერ მივიღეთ გუშინდელ დღემდე გამოძახილი ”ნაციონალური მოძრაობიდან”, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ დოკუმენტის ფორმატი შეეცვალა, რომ იგი არ ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც პოლიტიკური შეთანხმება ფრაქციათა შორის, არამედ ყოფილიყო როგორც პარლამენტის დადგენილების, რეზოლუციის სახით წარმოდგენილი”.
მიღებული რეზოლუციის ძირითადი მიმართულებები შემდეგია:
საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე;
საქართველოს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, დამოუკიდებლობის დაცვა, ტერიტორიების დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ერთიანობის აღდგენა;
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ა.შ. სულ რეზოლუცია 19 პუნქტს მოიცავს.
უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ რეზოლუცია საგარეო კურსთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე პასუხს სრულყოფილად ასახავს:
”ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა პუნქტთან დაკავშირებით მოხდა შეჯერება, იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ამ დოკუმენტის. ეს არის ის რეზოლუცია, რომელიც სრულყოფილად ასახავს ყველა კითხვაზე პასუხს, რომელიც კი არსებობდა საგარეო კურსთან დაკავშირებით”.
უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის თქმით დოკუმენტი ურთიერთკომპრომისების გზით შეიქმნა:
” ჩვენთვის ეს ფორმულირება გახდა სხვა ფორმულირებებთან ერთად ის ნაბიჯი, რომელიც გადმოდგა უმრავლესობამ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საბოლოო ჯამში არ იყო შეთანხმების საფუძველი და ურთიერთკომპრომისების გზით შევქმენით ეს დოკუმენტი”.
რეზოლუციის დამტკიცებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში სერგი კაპანაძე:
”ძალიან მოხარული ვარ, რომ ორივე ძალამ იპოვა ძალა თავის თავში, რათა ასეთი ტიპის დოკუმენტზე შეთანხმებულიყვნენ. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი შედარებით იმ 16-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რომელიც თავიდან გავრცელდა უმრავლესობის მიერ. და ის, რომ უმრავლესობამ ძალიან აქტიური კონსულტაციები ჩაატარა როგორც უმცირესობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. მეც მათ შორის ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ამ დოკუმენტის დახვეწაში. რეზოლუციის მირება ძალიან მისასალმებელია და საბოლოო ჯამში ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ქართული საგარეო პოლიტიკისთვის”.
უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 19 აპრილით დაანონსებულმა აქციამ, რომელიც თითქოს დასავლური ფასეულობების დაცვას ემსახურებოდა, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ აქტუალობა დაკარგა:
” 19 აპრილით დაანონსებული აქცია, რომელიც თითქოს დასავლური ფასეულობების დაცვას უნდა მოხმარებოდა, ფაქტიურად აღარ არსებობს. იგი არ არსებობდა თავიდან, როცა ”ქართული ოცნება” მოვიდა სათავეში, განსაკუთრებით იანვრის დასაწყისიდან, როდესაც ჩვენ ეს დოკუმენტი დავდეთ”.
რეზოლუციის მხარდაჭერის მიუხედავად 19 აპრილის აქცია ისევ აქტუალურია, აცხადებს უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური, ციტატა
” 19 აპრილის აქცია აქტუალობას არ დაკარგავს, რადგან ვხედავთ რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი აპრილამდე ანგელოზად გადაიქცევა და აღარ იქნება იმის საჭიროება ჩვენი პოზიცია საჯაროდ გამოვხატოთ, ეს სხვა ამბავია. თუმცა ამის იმედი არ გვაქვს. ამიტომ 19 აპრილის აქცია აქტუალურია და ის შედგება”
7 მარტს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუციის თანახმად ”საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” ”საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო -პოლიტიკურ, ან საბაჟო კავშირში იმ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
19-პუნქტიან რეზოლუციაში ასევე წერია, რომ
”საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; საქართველო რუსეთთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევაში საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ასევე ორმხრივ ფორმატში.
ქართულ-რუსული დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოწესრიგება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება”.