ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ


პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერი ივანიშვილი
პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერი ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეხვედრა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო

საქართველოს პრეზიცენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთმანერთს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ შეფასებები ცალ-ცალეკ გააკეთეს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, შეხვედრა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო. მისი თქმით:

„შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. სააკაშვილის რამდენჯერმე შევახსენე, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით იყო და ჩამოეყალიბებინა, რის თქმა სურდა. რამდენიმე ასეთი შეხსენების შემდგომ, თითებზე ვითვლიდი და სამამდე ავედი, რამდენადაც ეს ყველაფერი დალაგებული არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში ის დასკვნა გამოვიტანე, რომ მისი პირველი თხოვნა იყო, რომ მედია უნდა გავათავისუფლოთ ზეწოლისაგან.“

გარდა ამისა, ივანიშვილის თქმით, სააკაშვილმა მას სასამართლოს გათავისუფლება და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების სამართლებრივი დევნის შეწყვეტა სთხოვა.

ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე მან სააკაშვილს განუცხადა, რომ არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ არეულობა ქუჩაში გადაიტანოს. პრემიერ მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას ეს პირობა კიდევ ერთხელ მისცა.

შეხვედრის შეფასებისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ორივე საქართველოს შვილები არიან და რომ, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანას უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან ქართველ ხალხს სჭირდება სიმშვიდე.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ეფექტურ საქმიანობას გააგრძელებს:

„ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც ეფექტურია და რომელსაც არავინ უშლის ხელს .მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდება საქართველოში იყოს თავისუფალი, დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო. ეს სასამართლო ბუნებრივად ვერ იქნება ჩემი დიქტატის ქვეშ, იმიტომ, რომ მე ამის ბერკეტები აღარ მაქვს. საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ხელშეუხებელი. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია და ახლა სასამართლო საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ინსტიტუტად. ეს არის ჩემი პირველი მთავარი მოთოხოვნა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG