მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო ტენდენციებია
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტისგან სამი საკანონმდებლო ინიციატივის რიგგარეშე განხილვა მოითხოვა, პირველი: ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო ტენდენციებია:
” ვთავაზობ საქართველოს მთავრობას საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე 2013 წლამდე არსებულზე და ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის აზრით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ხელს შეუწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას. მისივე თქმით ”ეს არის კარგი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, დააბანდონ აქ ფული და დაასაქმონ ხალხი”. რაც შეეხება ამნისტიას. ეს მისივე თქმით ”არ არის რაღაც ახალი ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ანალოგიური ამნისტია განახორციელა და მაშინაც კარგი სტიმული მისცა ქართულ ეკონომიკას”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის თქმით "ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციამ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს და ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს როგორც ბიზნესზე, ასევე იმ მეწარმეებზე, როლებსაც გააჩნიათ დავალიანება, ან არ გააჩნიათ, მაგრამ შეიძლება მათ ეს დავალიანება შექმნან”.
პრეზიდენტის მეორე ინიციატივა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტის შემუშავებას ეხება. "ვიღებთ ამ კანონს, რომ მომავალში ეს საერთოდ გამოირიცხოს"-, განაცხადა პრეზიდენტმა. ლაპარაკია არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამრობითი სქესის პირების პირადი ცხოვრების გავრცელებულ კადრებზე:
” რა ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოზე და ქართველ ხალხზე? ამიტომ მე მინდა, შემომაქვს კანონპროექტი რომლითაც აიკრძალება ასეთი მასალების შეგროვება. დაისჯება სისხლის სამართლებრივად ის, რაც პროკურატურამ გააკეთა რამდენიმე დღის წინ. ეს დაისჯება სისხლის სამართლებრივად. თუ ასეთი მასალა ჩაუვარდა სამართალდამცავ ორგანოებს-ის განადგურებული უნდა იქნას და ყველა შემთხვევაში მოქალაქეებს უნდა მიეცეთ დამატებითი დაცვის გარანტიები ამ კუთხით.”
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული ინიციატივა ”ცინიზმად და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრად” შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. მისივე თქმით ”ძალიან სასაცილოა, როცა ამ ინიციატივით პრეზიდენტი გამოდის, იმიტომ რომ ამ უფლების პირველი დამრღვევი ის და მისი გუნდი იყო. "უცბად მახსენდება როგორ დააკავეს ბონდო შალიკიანი, როგორ შეუვარდნენ საძინებელში და სახის დაფარვის გარეშე გვაჩვენეს კადრები”.
მესამე ინიციატივა: კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის პენსიის გაცემას და სამხედრო პენსიების გაორმაგებას ითვალისწინებს:
” გთავაზობთ, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც დაიღუპება, მათი ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა მარჩენალი იყო იგი თუ არ იყო მარჩენალი, მიეცეს პენსია სამხედრო პენსიის ოდენობით, არა მხოლოდ კომპენსაცია. დღეს ეძლევათ ერთჯერადი კომპენსაცია. უნდა მიეცეთ პენსია, ამის საშუალება დღეს უკვე სახელმწიფოს აქვს. რამდენიმე წლის წინ არ ჰქონდა. მეორე: გაორმაგდეს სამხედრო პენსიები, მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური ოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-ან წლებში იმდენად დაბალი იყო თვითონ კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი გადავიდა ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიაზე, მათ შეეძლოთ გადასვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე. ასევე, თუ სამხედრო პენსიონერი გავიდა პენსიაზე, მაგრამ სურს სახელმწიფო სამსახური, მას მაინც შეუნარჩუნდეს პენსია. ერთი მეორეს არ უნდა უშლიდეს ხელს. ამასაც აქვს ფინანსური, ეკონომიკური დასაბუთება, ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის”.
პრეზიდენტის ამ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ. თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა:
” საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 13 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც იზრუნებს ვეტერანების პირობების გაუმჯობესებაზე. საუბარია სრულ სოციალურ პაკეტზე, არა მხოლოდ პენსიებზე, არამედ დაზღვევებზეც. შესაბამისად, პრეზიდენტმა გაიმეორა საქართველოს მთავრობის განკარგულების მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი პენსიების გაზრდის შესახებ. სულ მცირე დააგვიანდა 8 წელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში რეალურად ძველ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ვეტერანებისთვის. და მეორე, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, თუმცა იმავე დროს სააკაშვილი აცხადებს, რომ ახალ მთავრობას აქვს იმის საშუალება, რომ გაიზარდოს პენსიები. დიახ, ნამდვილად, საქართველოს მთავრობა აპირებს პენსიების გაზრდას და აპირებს მთლიანად მთელი სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით ვეტერანებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვის თვისობრივად გაუმჯობესება ნამდვილად დროულია:
”არასდროს თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ისეთი დაფასება სამხედრო მოსამსახურეებს არ ქონიათ, როგორც 2003 წლიდან 2012 წლამდე. ეს ფინანსურ ჩარჩოებშიც გაიზომება და საერთოდ ამ სამსახურის პრესტიჟულობის ზრდაში. მაგრამ რჩებოდა რიგი საკითხები, რაც გადაწყვეტას ითხოვდა და ნამდვილად დროულია ვეტერანებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა თვისობრივად გაუმჯობესებული იქნას.”
პრეზიდენტის ინიციატივები პარლამენტში გადაიგზავნა.