სახალხო დამცველის ინიციატივა, ქართულ ციხეებში მყოფ ეთნიკურად ოსი პატიმრების ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაცვლას გულისხმობს
2013 წლის იანვარში პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტის და ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად საქართველოს საპატიმროები 7 985-მა პატიმარმა დატოვა. საქართველოში პატიმართა რაოდენობა გასული წლის იანვარში არსებული 24 079-დან 2013 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით 11 107-მდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ კიდევ შემცირდება, რადგანაც პატიმრების გათავისუფლების პროცესი კვლავ გრძელდება.
სახალხო დამცველი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ქართულ ციხეებში მყოფ ეთნიკურად ოსი პატიმრების ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაცვლას გულისხმობს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თუ რამდენი ქართველი იმყოფება ცხინვალში პატიმრობაში, ჯერჯერობით დაუდგენელია. სახალხო დამცველის ოფისი მისივე თქმით, ამის მოკვლევას დაიწყებს. ომბუდსმენმა უკვე დაიწყო ერთ-ერთი ოსი პატიმრის, მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლა, რომელშიც უჩა ნანუაშვილის თქმით, ბევრი დარღვევაა:
”ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით მოხდეს თბილისში მყოფი ეთნიკურად ოსი პატიმრების გაცვლა ქართველ პატიმრებში, რომლებიც დღეს ცხინვალში იმყოფებიან. ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ეს პროცესი შეუწყობს ხელს მოლაპარაკებების დაწყებას, და ქართულ-ოსური დიალოგის გაღრმავებას.
რაც შეეხება მარეკ დუდაევს, მან მოიხადა უკვე 9 წელი, ვფიქრობ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მომხდარიყო რეაგირება. ის თვითონაც არ უარყოფს, რომ მას ჩადენილი აქვს დანაშაული."
მარეკ დუდაევს 2005 წელს 23 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ექსპერტი გიორგი წიკლაური თვლის, რომ სახალხო დამცველის ინიციატივა არის უფრო პოლიტიკური ჟესტი, ვიდრე პრაგმატული ნაბიჯი:
”ეს არის უფრო პოლიტიკური ჟესტი, ვიდრე პრაგმატული ინიციატივა. მე არ ვიცი კონკრეტულად ვის გაათავისუფლებენ ჩვენი მხრიდან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე გაჟღერდა მარეკ დუდაევის სახელი საჭიროა განმარტება-ვის ვცვლით ვისზე, ვისი გათავისუფლება ხდება ვის ნაცვლად. იმიტომ რომ, თუ ქართული მხარე გაათავისუფლებს სერიოზულ ფიგურებს, ეს არ იქნება თანაბარი გაცვლა. მაგალითად, მარეკ დუდაევი არის სერიოზული ფიგურა, არის ცნობილი საველე მეთაური, რომელმაც გამოიჩინა თავი საქართველოს წინააღმდეგ ომში. მისი დაკავება თავის დროზე როგორც მახსოვს, სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა. მისი გაცვლა , რომ ცხინვალში გაათავისუფლებენ ვინმე საქართველოს მოქალაქეს, უბრალო ადამიანს, რომელიც მოხვდა იქ იმის გამო, რომ გადაკვეთა ე.წ. საზღვარი, ეს არ არის თანასწორი გაცვლა. იმ ჩვენ მოქალაქეს ისედაც გაათავისუფლებდნენ, ეს სამუშაო პროცესში ისედაც ხდება ყოველთვის, სამხარეო პოლიციისა და ცხინვალის ხელისუფლების დონეზე წყდებოდა ეს საკითხი.”
”თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის” ხელმძღვანელი კახა სოფრომაძე სახალხო დამცველის ინიციატივის შეხაებ ამბობს:
” ეს ინიციატივა ვფიქრობ რომ დროულია, ვფიქრობ, რომ გონივრულია, რამეთუ იმ ფონზე და იმ პირობებში, რა პირობებშიც ტარდებოდა ”მართლმსაჯულება” საქართველოში და იმ ისტერიული ფსიქოზის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, რეალურად ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას გააჩნდა, ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით უპრიანი, საჭირო იქნება ამ ჟესტის გამოხატვა. გარდა იმისა, რომ ეს სამართლიანობის აღდგენის გარკვეული მცდელობა იქნება, თუნდაც ქართული მხრიდან მცდელობა იმისა, რომ სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ გასაცვლელი პატიმრების მიმართ არ იყო დამდგარი სამართლიანი სასამართლო განაჩენები.
პირდაპირ გეტყვით, უშუალოდ ვახორციელებდით ხოლმე დაკვირვებას, უშუალოდ ვახორციელებდით მონიტორინგს და ჩვენ სამწუხაროდ , ხელში გვრჩებოდა ხოლმე უსამართლო და უკანონო სასამართლო განაჩენები. იმ ფონზე, როდესაც დაჩქარებული წესით ყოველგვარი მოწმეების და მტკიცებულებების გარეშე განაჩენის დადგენა ხდებოდა, ამ ფონზე, ვფიქრობ რომ მთლად სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო ეს განაჩენები. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან თუ არ არიან დაჭერილი, შეიძლება დავიწყოთ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან.”