თბილისი —
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში აკადემიკოსი გიორგი (ოთარ) კვესიტაძე უხელმძღვანელებს. 71 წლის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აკადემიის რიგით მეექვსე პრეზიდენტი ბევრისთვის მოულოდნელად გახდა.
გასულ კვირას, გიორგი კვესიტაძემ აკადემიის საერთო კრებაზე, ფარული კენჭისყრის დროს, ოთხი ხმით აჯობა უკვე ყოფილ პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს. 81 წლის, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი მეცნიერებათა აკადემიას 2005 წლიდან მართავდა. რვა წლის წინ, მას 113 აკადემიკოსიდან 111-მა დაუჭირა მხარი. 2008 წელს კი ხელახალი არჩევნების დროს, გამყრელიძემ 3-ის წინააღმდეგ 93 ხმა დააგროვა.
საერთო შეფასებით, გამყრელიძის უკეთესი შანსები ჰქონდა 19 ივნისის არჩევნებზეც. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მას მხარს უჭერდა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე.
თუმცა, საბოლოოდ გამარჯვებული გიორგი კვესიტაძე გამოვიდა. იგი 1983 წლიდან არის ჯერ აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, 1988 წლიდან კი აკადემიკოსი. მეცნიერებათა აკადემიის ახალი პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე ამბობს:
„ჩემი პრიორიტეტი იქნება საერთო სამეცნიერო სივრცის შექმნა მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა კვლევითი დაწესებულება და ფიზიკური პირიც კი, რომელსაც მისი მოღვაწეობა მეცნიერებასთან აქვს დაკავშირებული.
მეორე: აი იმ მეცნიერულ დონეზე, რომელიც დღეს საქართველოშია, შექმნა ახალი ტექნოლოგიებისა - ნანოტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, რომლებიც სწრაფად განვითარებადია და ქვეყნის ეკონომიკას ნახტომის საშუალებას მისცემს.“
არჩევნებში დამარცხებული აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე მედიისთვის კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. მისი პრეზიდენტობის შეფასებისას დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებს შეხვდებით.
2005 წელს, გამყრელიძემ სხვა აკადემიკოსებთან ერთად, თავიდან სცადა დაპირისპირებოდა ახალი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ „საბჭოთა გადმონაშთის“, „კორუმპირებული“ (მიხელ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შეფასებები - ზ.წ) მეცნიერებათა აკადემიის რეფორმას, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ, მეცნიერებათა აკადემია ბედს შეეგუა და პარლამენტარ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, „თვითკვდომის რეჟიმში“ გადავიდა.
რეფორმის შედეგად, მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან, 70-მდე
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები გამოიყვანეს, ჯერ განათლების სამინისტროს დაუქვემდებარეს, შემდეგ კი უნივერსიტეტებს შეუერთეს.
რეფორმამ და უსახსრობამ რამდენიმე ცნობილი სამეცნიერო ბრენდი შეიწირა. მათ შორის, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის, სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის და ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტები. მძიმე სიტუაცია იყო ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ირგვლივ, ეკონომიკის სამინისტრო ამ ინსტიტუტის უძრავი ქონების გაყიდვასაც გეგმავდა.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მეცნიერებათა აკადემიაში სულ უფრო პოპულარული გახდა იდეა, რომ კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტები ისევ აკადემიის სისტემას დაუბრუნდეს.
მეორეს მხრივ, განათლების და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიაში, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ხელმძღვანელობს, სამეცნიერო კვლევითი ეროვნული ცენტრის შექმნისკენ იხრებიან, სადაც ეს ინსტიტუტებიც გაერთიანდებიან.
აკადემიკოსი ლადო პაპავა ამბობს, რომ ამ ნაბიჯით მეცნიერებათა აკადემია ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება, ამიტომ ინსტიტუტები სწორედ აკადემიას უნდა დაუბრუნდეს.
„გამოწვევები აქვს ძალიან სერიოზული მთლიანად ქართულ მეცნიერებას და აკადემიას დასჭირდება რომ აღადგინოს კონტაქტები იმ სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რომლებიც გატანილი იქნა აკადემიის შემადგენლობიდან წინა ხელისუფლების დროს.“
გიორგი (ოთარ) კვესიტაძე მეცნიერებათა აკადემიის რიგით მეექვსე პრეზიდენტია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 1941 წლის თებერვალში დაარსდა. აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ცნობილი მათემატიკოსი და მექანიკოსი ნიკო მუსხელიშვილი გახდა. იგი აკადემიას 31 წლის მანძილზე 1972 წლამდე ხელმძღვანელობდა.
1972 წელს, აკადემიის მეორე პრეზიდენტად, ცნობილი ფიზიკა-მათემატიკოსი ილია ვეკუა აირჩიეს. იგი აკადემიას სიცოცხლის ბოლომდე, 1977 წლამდე ედგა სათავეში. მეცნიერებათა აკადემიის მესამე პრეზიდენტიც ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი იყო. ევგენი ხარაძემ აკადემიას 1978-1986 წლებში უხელმძღვანელა.
1986-2004 წლებში, აკადემიას ისევ ფიზიკა-მათემატიკოსი ალბერტ თავხელიძე ედგა სათავეში. 2005-2013 წლებში კი აკადემიის პრეზიდენტი ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე იყო.
აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე პირველი ბიოლოგია, რომელიც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.
Your browser doesn’t support HTML5