ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენთუზიაზმი ქართულ მეცნიერებაში


ენთუზიაზმი ქართულ მეცნიერებაში
ენთუზიაზმი ქართულ მეცნიერებაში

ექსპერტთა შეფასებით, ახალგაზრდებს მეცნიერებაში წასვლის მოტივაცია და პერსპექტივა არ გააჩნიათ.

1 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ბასკოლოგის , აკადემიკოს შოთა ძიძიგურის 100 წლის იუბილე აღინიშნა. მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიხსენეს დიდი ქართველი მეცნიერები აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე,დიმიტრი უზნაძე და ბევრი სხვა, რომლებმაც სერიოზული კვალი დატოვეს არა მხოლოდ ქართულ მეცნიერებაში.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში დღეს? რა მდგომარეობაშია ქართული მეცნიერება 21 საუკუნის დასაწყისში?

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის როინ მეტრეველის თქმით, ქართველი მეცნიერები უიმედოდ არ არიან :

” შოთა ძიძიგური იყო მრავალმხრივ საინტერესო პიროვნება, იყო პირველ რიგში ლინგვისტი, დიალექტოლოგი, მოვლილი ჰქონდა მთელი საქართველო და ყველა კუთხის დიალექტი ქონდა შესწავლილი. მან ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ფილოლოგიურ მეცნიერებას. თავისი მოღვაწეობით და თანამდებობრივად იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს მდივანი , ფართო მუშაობას ეწეოდა, ხელმძღვანელობდა ინსტიტუტების საქმიანობას, მათ შორის ლიტერარტურის და ენათმეცნიერების ინსტიტუტს.

დღეს ქართული ენათმეცნიერება ვითარდება, ჩვენ გვყავს საკმაოდ ბევრი, ზოგი საშუალო ასაკის, ზოგი ახალგაზრდა, ზოგიც ასაკოვანი მეცნიერი. ბევრი რამ გრძელდება და სასიკეთოდ გრძელდება. ენათმეცნიერების ინსტიტუტი მუშაობს ქართული ენის პრობლემებზე , კონკრეტული პრობლემების კვლევა ხდება და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ასე რომ, უიმედოდ არ ვართ, არა მხოლოდ ენათმეცნიერებაში, არამედ საერთოდ მეცნიერებაში.”

მოგეხსენებათ, მთავრობამ ამ დღეებში საზოგადოებას 10-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა გააცნო.რომელთან დაკავშირებით ”ახალი მემარჯვენეები” აცხადებენ, რომ პროგრამაში მეცნიერების განვითარება საერთოდ არ არის ნახსენები , ახლები ხელისუფლებას 2012 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებისთვის გამოყოფილი ხარჯების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში დღეს 600 მეცნიერია, რომელიც აქტიურად მუშაობს. ექსპერტთა შეფასებით მეცნიერული დონის მაჩვენებელი მძიმეა, ახალგაზრდებს მეცნიერებაში წასვლის მოტივაცია და პერსპექტივა არ აქვთ, სახელმწიფო კი მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს. აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ მეცნიერებაში მოდის ძალიან კარგი ახალი თაობა:

” ქართულმა მეცნიერებამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო გარკვეულ პერიოდში და ამან თავისი გავლენა მოახდინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. ჯავახიშვილის სახელობის თსუ -ში მაგისტრანტებთან მუშაობა მსიამოვნებს. ახალგაზრდა მეცნიერებიც არიან. ახლა მე მოვდივარ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციიდან, სადაც ჩვენ მოვისმინეთ ახალგაზრდების შესანიშნავი მოხსენებები. ასე რომ, კი, ცოტა გაუჭირდა ქართულ მეცნიერებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის თავის ადგილს მაინც მალე მოიპოვებს.

XS
SM
MD
LG