გიორგი ბადაშვილის კანდიდატურის შერჩევაში, იუსტიციის მინისტრის მონაწილეობა ისევ ფორმალური იყო
თბილისი —
საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი 32 წლის გიორგი ბადაშვილი იქნება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის ბრძანებულებას ხელი გუშინ მოაწერა.
გიორგი ბადაშვილს 32 წელი, ერთი თვის უკან დეკემბერში შეუსრულდა. იურიდიული განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. საჯარო სამსახური 2006 წელს, 25 წლის ასაკში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო, სადაც მამამისი, ნუგზარ ბადაშვილი გამომძიებლად მუშაობდა.
ბადაშვილის ელვისებური კარიერული წინსვლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის შემდეგ დაიწყო. 2013 წლის მაისში ბადაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ხდება. ღარიბაშვილმა ამ სააგენტოს დირექტორი ხუტა პაჭკორიაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან გადმოიყვანა.
ექვსი თვის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში, როცა ახალ მთავარ პროკურორად, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოდან მოსული ოთარ ფარცხალაძე ინიშნება, 31 წლის ბადაშვილი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს იბარებს. ოთარ ფარცხალაძის სკანდალური გადადგომიდან 21 დღის შემდეგ, ბადაშვილი უკვე მთავარი პროკურორია.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც წინა ორი მთავარი პროკურორის მუშაობით კმაყოფილი არ იყო, აღნიშნა, რომ ახალ მთავარ პროკურორს მძიმე მემკვიდრეობა ერგო.
„მემკვიდრეობა არის საკმაოდ რთული. ახალ პროკურორს მოუწევს გარკვეული ბალანსის შენარჩუნება იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც საზოგადოებაში არის ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მოსახლეობის მოლოდინი იყო ბევრი საქმის გამოძიება.
მეორეს მხრივ, არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა და კანონის უზენაესობის განხორციელება. რაც ამ ინსტიტურის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ნიშანია. ამიტომ, ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთის და მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორივე ელემენტი მაქსიმალურად იყოს დაცული, ახალი მთავარი პროკურორის მუშაობის პერიოდში.“
ისევე როგორც ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის დროს, დიდი ალბათობით, ახლაც, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოსტ-ფაქტუმ შეიტყო - ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა.
ჯერ კიდევ სამი დღის წინ, 19 იანვარს, საღამოს, მინისტრმა წულუკიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უშუალოდ პრემიერ ღარიბაშვილთან იმართებოდა და პრეტენდენტების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.
პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სწორედ იუსტიციის მინისტრი წარადგენს მთავარი პროკურორის კანდიდატურას და წარმოადგენს პროკურატურას სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.
პრემიერ მინისტრის #16 ბრძანებულებაში მითითებულია, რომ კანონის ეს მოთხოვნა დაცული იყო, თუმცა მაშინ გამოდის, რომ თეა წულუკიანმა ერთ დღეში გაიცნო და წარადგინა გიორგი ბადაშვილი მთავარ პროკურორად.
ნიშანდობლივია, რომ თეა წულუკიანს გიორგი ბადაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ისევე როგორც უკომენტაროდ დატოვა იუსტიციის მინისტრმა წინა მთავარი პროკურორის სკანდალური გადადგომის ფაქტი.
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის იგნორირება კანონის დარღვევაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს:
„სასურველია, რომ პრემიერ-მინისტრი არ აკეთებდეს ისეთ განცხადებებს, რომელიც შექმნის შთაბეჭდილებას რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.
ეს პროცესი არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ კანდიდატი შეარჩიოს პრემიერ-მინისტრმა და მერე უთხრას იუსტიციის მინისტრს, აი ეს არის კარგი კანდიდატი და მოდი ეხლა, ფორმალურად წარმომიდგინე, რომ მე დავნიშნო.“
საპარლამენტო უმრავლესობაში, დეპუტატების დიდი ნაწილი ამბობს, რომ გიორგი ბადაშვილს არ იცნობენ, თუმცა მის დანიშვნას მიესალმებიან. საინტერესოა, რომ მმართველ პარტიაში ანალოგიური პათოსი იყო, ორი თვის წინაც, როცა მთავარ პროკურორად, უცნობი ოთარ ფარცხალაძე დაინიშნა.
ახალი მთავარი პროკურორს სკეპტიკურად უყურებენ საპარლამენტო უმცირესობაში, სადაც მიაჩნიათ, რომ გიორგი ბადაშვილი ოთარ ფარცხალაძის პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება.
2012 წლის ოქტომბრიდან, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა გიორგი ბადაშვილი რიგით მესამე მთავარი პროკურორია. მანამდე ამ თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილმა და ოთარ ფარცხალაძემ იმუშავეს.
საქართველოს გენერალური პროკურორები 1990-2013
ვახტანგ რაზმაძე 1990-1991
ვაჟა აბაკელია 1991
ვახტანგ რაზმაძე 1992
თედო ნინიძე 1992-1993
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1994-2000
გია მეფარიშვილი 2001
ნუგზარ გაბრიჩიძე 2001-2004
ირაკლი ოქრუაშვილი 2004
ზურაბ ადეიშვილი 2004-2008
ეკა ტყეშელაშვილი 2008
ზურაბ ადეიშვილი 2008-12
თეა წულუკიანი 2012
მთავარი პროკურორები
მამუკა გვარამია 2008-2009
მურთაზ ზოდელავა 2009-2012
არჩილ კბილაშვილი 2012-13
ოთარ ფარცხალაძე 2013
გიორგი ბადაშვილი 2014 იანვრიდან