ექსპერტთა თქმით, საქართველოში ნარკომანია მოყოლებული 90-ანი წლებიდან ძალიან აქტუალური პრობლემაა
საქართველო და პოლონეთი ნარკომანიის პრევენციის საკითხებში თანამშრომლობას იწყებენ. ”ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა” გამართა პრეზენტაცია პროექტის ’საქართველოს და პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობა ნარკომანიის პრევენციის საკითხებში”
ექსპერტთა თქმით საქართველოში ნარკომანია მოყოლებული 90-ანი წლებიდან ძალიან აქტუალურ პრობლემად იქცა, ის რჩება აქტუალურ საკითხად როგორც საზოგადოებისთვის , ასევე საკმაოდ დიდ პრობლემად ზოგადად ქვეყნისთვის.
ცენტრის დირექტორის, ირაკლი გამყრელიძის თქმით საქართველოში ნარკომანიასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია ევროკავშირის წევრი ან სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი არ არის, 2007 წლიდან საქართველოში ძირითადად კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს მოიხმარენ:
”როცა ჩვენ ვსაუბრობთ კუსტარულ ნარკოტიკებზე, პრობლემა გვაქვს ნივთიერებების წარმომავლობასთან, ანუ ეს ნივთიერებები მზადდება სააფთიაქო ქსელიდან უკანონო რეალიზაციით ნარკომომხმარებლის ხელში მოხვედრილი წამლებისგან, რომლებიც სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება, ხოლო სახეცვლილებით, გადამუშავებით მიიღება ნარკოტიკული საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ქმედითი ღონისძიებები, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები ახორციელებენ ნარკოდილერების და ა.შ. წინააღმდეგ, ქმედითი არ არის.”
ირაკლი გამყრელიძის თქმით საქართველოში ევროპული მოდელის ნარკოსტრატეგია იქმნება:
” ის მიდგომები, რომელიც დღეს ყალიბდება საქართველოში.. რეალურად პირველად იქმნება ნამდვილი ევროპული მოდელის ნარკოსტრატეგია. იქმნება სამოქმედო გეგმა. მთავარი პრინციპი ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არის დაბალანსებული მიდგომის ჩამოყალიბება.
ეს არის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება ნარკომანიის წინააღმდეგ. წელიწადნახევრის წინ შეიქმნა სტრუქტურათშორისო საკორდინაციო საბჭო, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც დაიწყეს ამ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე მუშაობა და დღეს პრაქტიკულად პირველი ეტაპი ამ დოკუმენტის და ამ ღონისძიებათა ჩამონათვალის დასრულებულია. მიზანი არის ის, რომ ყოველმხრივ, დაწყებული კანონმდებლობიდან დასრულებული კონკრეტული უწყების, დაწესებულების ან ხელისუფლების წარმომადგენლობის მიერ (იქნება ეს რეგიონულ თუ ცენტრალურ დონეზე წარმომადგენლობა) მკაფიოდ იყოს განსაზღვრული იმ ქმედებათა და საჭიროებათა ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს კოორდინირებულად განხორციელებული ნარკომანიის წინააღმდეგ.
შედეგად უნდა მივიღოთ ნაკლები რაოდენობა ახალი ნარკომომხმარებლების, ანუ ახალგაზრდებში ნარკომანიის შემცირება. შედეგად უნდა მივიღოთ უფრო მეტი რეაბილიტირებული, ნამკურნალები ნარკომომხმარებელი. შედეგად უნდა შევინარჩუნოთ დაბალი ხელმისაწვდომობა კლასიკური ნარკოტიკული საშუალებების ბაზარზე”.
ექსპერტის ხათუნა თოდაძის აზრით წამალდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში მათ დასაქმებას:
”ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, ფსიქოლოგიურ დახმარებას თან უნდა მოჰყვებოდეს ამ ადამიანთა ცხოვრების დროის შევსება როგორც სტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე აზროვბრივად. მათ უნდა გაუჩნდეთ ცხოვრების საზრისი, რომლისთვის აზრი ექნება მათთვის დილით გაღვიძებას , რომ ისევ არ მიუბრუნდნენ ნარკოტიკების მოხმარებას. გარდა ამისა მათ უნდა შეეძლოთ თავიანთი რესურსები, თავიანთი ადამიანური შესაძლებლობები გამოიყენონ იმისთვის, რომ თვითრეალიზდნენ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ჰქონდეთ გარკვეული შემოსავალი, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია, ბევრი რამით საკუთარ თვალშიც დისკრიდიტირებული, დაჩაგრულია . მას უჩნდება მთელი რიგი პრობლემები ოჯახში და მიკროსოციუმში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნელ-ნელა შეიქმნას ნარკომომხმარებლებისთვის პროფესიული სწავლების, უფრო ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის სწავლების სისტემა, რომ მათ შეეძლოთ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას. შეიძლება ეს იყოს რაღაც ხელობა, უცხო ენა, კომპიუტერი და ა.შ.”
თუ როგორ გვარდება ეს პრობლემა სხვა ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, ამის შესახებ ხათუნა თოდაძე ამბობს:
”ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც განვითარებულია სარეაბილიტაციო სერვისები ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას სწორედ ნარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაცია, მათი პროფესიული სწავლება და დასაქმება.მათ შორის პოლონეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელსაც საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს ეს სისტემა აწყობილი და სწავლების და დასაქმების საკითხი გადაწყვეტილი აქვთ სახელმწიფო დონეზე”.
ირაკლი გამყრელიძის თქმით, პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად შეიქმნება ონლაინ კონსულტაციის ცენტრი, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათ ოჯახის წევრებს ონლაინ დახმარებას გაუწევს.