ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკოეპიდემია რუსეთში


ნარკოეპიდემია რუსეთში
ნარკოეპიდემია რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადებით, მისი მთავრობა ქვეყანაში მზარდ ნარკოეპიდემიას ებრძვის, რაც რუსეთს ყოველწლიურად ეკონომიკის 2-დან 3 პროცენტამდე უჯდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედვედევმა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლაში მცირედი პროგრესია მიღწეული და ამ მხრივ ცოტა რამ თუ არის უკეთესობისკენ შეცვლილი. რუსეთი მსოფლიოში ჰეროინის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლით პირველ ადგილზე დგას, რაც ავღანეთის მეზობლობით აიხსნება. ამჟამად რუსეთში 2, 5 მილიონი ნარკომანია და მათი უმეტესობა 30 წელს ქვემოთ ასაკისაა. მედვედევის განცხადებით, საგანგაშოა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება 11 წლის ბავშვებშიც შეიმჩნევა. ამის თავიდან ასაცილებლად კი ანტინარკოტიკული პროგრამების განხორციელებაა აუცილებელი.

XS
SM
MD
LG