გლოვის დღე საქართველოში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია
დღეს საქართველოში გლოვის დღეა იმ სამი ქართველი სამხედროს პატივსაცემად, რომლებიც ავღანეთში 13 მაისს დაიღუპნენ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია და გაუქმებულია გასართობი ღონისძიებები. 16 მაისი გლოვის დღედ საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა.
დაღუპული ქართველი სამხედროების-კაპრალ ალექსანდრე კვიწნაძის, უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ცხედრები ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში დღეს ჩაასვენეს.
თბილისის აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სხვა სამხედრო მეთაურები, ასევე დაღუპულთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ.