ინგლისური ენა საქართველოში ახლა ყველა მოსწავლისათვის სავალდებულოა, რუსული კი - არჩევითი
20 წლის წინ, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის მეზობელი 12 ახალი ქვეყნის მოსახლეობების 90 პროცენტი რუსულ ენაზე საუბრობდა. მიმდინარე ათწლეულის ბოლოსათვის, ეს მაჩვენებელი ალბათ 10 პროცენტამდე დაეცა. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, ჯეიმს ბრუკი საქართველოში იმყოფებოდა - ქვეყანაში, სადაც რუსული ენის გაუჩინარება გამორჩეულად მკვეთრად იგრძნობა.
რვა წლის ბავშვებით დაკომპლექტებულ თბილისის გარეუბნის ერთ-ერთი სკოლის მესამე კლასში, სადაც ინგლისური ენის გაკვეთილი მიმდინარეობს, საქართველოს ლინგვისტური მომავლის ხმა გაისმის.
ინგლისური ენის მასწავლებელი 25 წლის ამერიკელი, ჩარლი მაკმიურეია, რომელიც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს - ორეგონის შტატიდან არის. ის ერთ-ერთია ინგლისური ენის იმ 540 მასწავლებელს შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. მასწავლებელთა ძირითადი კონტიგენტი ამერიკელებით არის დაკომპლექტებული.
„საქართველოში 2,000-მდე სკოლაა. თითქმის ყველა მათგანში ინგლისურ ენას ის ადამიანები ასწავლიან, რომელთათვისაც ეს ენა მშობლიურია,” - ამბობს ჩარლი.
რუსეთის თითქმის ორსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ, საქართველოს მიდგომა ორი წლის წინ შეიცვალა. ინგლისური ენა ახლა ყველა მოსწავლისათვის სავალდებულოა, რუსული კი - არჩევითი.
21 ოქტომბერს, წარსულში რუსეთში მოღვაწე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი გახდება. თუმცა, თბილისის 75-ე სკოლის დირექტორი, თინა ალავიძე, ენის პოლიტიკის კუთხით ცვლილებებს არ მოელის.
ალავიძის თქმით, მშობლები მოითხოვენ, რომ მათმა შვილებმა ინგლისური ენის სწავლა პირველივე კლასში დაიწყონ. საქართველოს სურს, ევროპის კავშირში გაწევრიანდეს. ევროპაში კი, ბავშვების 90 პროცენტი ახლა ინგლისურ ენას სწავლობს.
15 წლის მოსწავლე, მერი საზუაშვილი თვლის, რომ თუ საქართველოს მთავრობა ინგლისური ენის სწავლებას შეაჩერებს, მოსწავლეების მხრიდან ამ ცვლილებას სათანადო რეაგირება მოჰყვება.
„ჩვენ საპროტესტო აქციებს გავმართავთ… ინგლისური ენა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მთავრობა ამას ხელს შეუშლის, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ სწავლას,” - ამბობს მერი.
მერი საზუაშუვილი ინგლისურის ცოდნას სოციალური ქსელის - „ფეისბუქის” საშუალებით მსოფლიოს გარშემო მეგობრების შესაძენად იყენებს. მისი მეგობარი, ნანუკა აბუაშვილი კი სოციალური ქსელ - „თამბლერით” სარგებლობს.
„მე ვესაუბრები ხალხს ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ინგლისიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ყველა სრულყოფილი ინგლისურით საუბრობს,” - ამბობს ნანუკა.
გასულ წელს, ნანუკა აბუაშვილის ამერიკელი მასწავლებელი როული ნუზი იყო. როულმა „ამერიკის ხმასთან” ერთად თავისი ძველი კლასი მოინახულა თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე სკოლაში.
საზუაშვილი იხსენებს, რომ ინგლისური ენის გაკვეთილებს ამერიკის კულტურულ სპეციფიკაში გათვითცნობიერება მოჰყვა.
„ამერიკული ცეკვები ვისწავლეთ… ელვის პრესლის სიმღერები… ძალიან სახალისო იყო. ძალიან კარგი იყო,” - ამბობს მერი.
დღესდღეობით, ნუზი საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის სპიკერია.
„პროგრამა საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის წინა ხელისუფლების ოპონენტებს შორისაც. სკოლები, ოჯახები, მოსწავლეები, მშობლები - ყველა ძალიან მადლიერია, ყველა მხარს უჭერს პროგრამას,” - ამბობს ნუზი.
საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის რეგიონული დირექტორის, ლორენს შითსის დაკვირვებით, რუსული ენა კარგავს თავის ისტორიულ როლს როგორც იმპერიის ენისა.
„ძალიან ბევრ ადამიანს დაავიწყდა რუსული ენა. თუ რეგიონებში წახვალთ, უფროსი თაობის წარმომადგენლები, უდაოა, რომ რუსულ ენაზე საუბრობენ - ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა პერიოდში საუბრობდნენ - მაგრამ არის ადგილები, სადაც ხალხმა რუსული ენა არ იცის ან ძალიან უმნიშვნელო ცოდნა აქვთ,” - განმარტავს შითსი.
ახალგაზრდა თაობით თუ ვიმსჯელებთ, ამ ქვეყანაში მომავალი ინგლისურ ენას ეკუთვნის.