31 ოქტომბრის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია ბოიკოტს აცხადებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
განცხადება ახლახან გამართული პარტიის ბრიფინგზე, მისმა ლიდერებმა გაკეთეს.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს. „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 48.22%. ცესკოს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ხმის დათვლა დასრულდა, პარლამენტში ჯამში 9 პარტია მოხვდა.
ასევე ნახეთ: "ეს იყო ომი და ჩვენ არ წაგვიგია" - ოპოზიცია აქციებს იწყებს„ქართული ოცნება“ პარლამენტში იქნება მარტო და ერთპარტიულ პარლამენტს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება" - ცოტა ხნით ადრე განუცხადა ჟურნალისტებს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ მონაწილეობდა. პარტიამ, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 3.78% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში პარტიიდან 4 ადამიანი ხვდება.
პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც მსგავს განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, თუ ოპოზიციური გაერთიანება გადაწყვეტს და კონსენსუსი იქნება, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ და საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენონ, რომ არჩევნები გაყალბებულია, მაშინ, ახალი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არც „გირჩი“ მიიღებს. პარტია "გირჩიდან", ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შევა 3 ადამიანი.
ასევე ნახეთ: ვინ რამდენი მანდატი მიიღო საიუბილეო მეათე მოწვევის პარლამენტში და შედგება კი ის?„ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება, ჩვენი სლოგანი იყო „გირჩი პარლამენტში“, მაგრამ, ასევე, კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების ერთობა“, - თქვა „გირჩის“ ლიდერმა.
პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არც „ლელო“ აპირებს. პარტიის გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და გაყალბებულად მიიჩნევს. ცესკოს მონაცემებით, "ლელოს" ახალ პარლამენტში დეპუტატის ოთხი მანდატი აქვს მოპოვებული.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მეცხრე მოწვევის პარლამენტარი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური პარტიები საბოლოო ჯამში, "სწორ" გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი "დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს". კახიანის აზრით, მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად ცნო არჩევნების პირველი ტური, ეს ერთადერთ კონსტიტუციურ გზად რჩება.
„ამ ფონზე სრულიად აბსურდული ჩანს მათი პოზიცია და იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, მერე საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ის ასევე ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სამართლებრივად მეორე ტურის გამართვას და შემდგომში პარლამენტის ფუნქციონირებას ხელს ვერ შეუშლის.
ასევე ნახეთ: "ფუნდამენტური უფლებები დაცული, მაგრამ შორს უნაკლოსგან" - საერთაშორისო დამკვირვებლებიდღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე წინასწარი ანგარიში, არჩევნების მეორე დღესვე გამოაქვეყნეს. „საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო“ - ასეთი იყო მისიის დამკვირვებლების მიერ არჩევნების თაობაზე შედგენილი დასკვნა.
ეუთოს დასკვნასთან დაკავშირებით, 1 ნოემბერს განცხადება გააკეთა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ. ამერიკის საელჩო იზიარებს ეუთო-ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.
ამერიკის საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, "გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია" - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: აშშ-ის საელჩო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას იზიარებსშეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) განცხადებით, საარჩევნო კამპანია ღია და პლურალისტური იყო, თუმცა არჩევნების დღეს და მის წინა პერიოდში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.
დარღვევებს შორის "ენ-დი-აი" ასახელებს: ძალადობის და დაშინების არაერთ შემთხვევას; ოქმებში სავარაუდო უზუსტობებს; ცნობებს უბნებზე დამაშინებელი ქცევის შესახებ; ბრალდებებს სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების თაობაზე; შეტყობინებებს ამომრჩევლთა მოსყიდვის შესახებ; პოლარიზებულ მედიას, რის გამოც პარტიებს ტელევიზიებზე არათანაბარი წვდომა ჰქონდათ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მუქარის შემცველ ინციდენტებს; პარტიების საარჩევნო მესიჯებს, რომელიც ძირითადად ოპონენტების კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე პრობლემების გადაჭრის გზებზე.
„საქართველომ პოლიტიკაში მეტი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სავალდებულო გენდერული კვოტის მიღება. თუმცა, ამ პროგრესის მიუხედავად, ქალები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წევრები კვლავაც არ იქნებიან სათანადოდ წარმოდგენილნი ახალ პარლამენტში“, - აცხადებს შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.
ასევე ნახეთ: საია: მნიშვნელოვანი ხარვეზები კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე