“ოცნება“ ოპოზიციას სახელმწიფო დაფინანსებას ართმევს
Your browser doesn’t support HTML5
ახალ პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტების პაკეტის ინიცირება მოახდინა, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. თუ ეს პაკეტი გავიდა, 11 ოპოზიციური პარტია 7,5 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად დაკარგავს.