ბოლო 24 საათში ჩატარებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში 990 ახლადდადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამით კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 228 410-მდე გაიზარდა.
პარასკევს, კორონავირუსის გართულებებით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა აღირიცხა. საქართველოში ახალ კორონავირუსს სულ 2 528 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3 265 პირი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ სულ 214 992 შეადგინა.
ასევე ნახეთ: საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალახელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეს, საქართველოში 322 ადამიანი იმყოფება, 858 პირი კლინიკურ-სასტუმროებშია განთავსებული. საკარანტინე სივრცეებში 415 ადამიანი იმყოფება და თვითიზოლაციაში 30 732 პირია.
დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები. ზომები 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამით, დროებით მოხსნილი იყო. წესის დარღვევისთვის 2 000 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული. გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.
ამ ეტაპზე, შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. კიდევ ერთი გამონაკლისი იქნება დაშვებული 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.