დელეგაცია ევროკავშირის რიგით მეცამეტე ყოველწლიური თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას დაესწრო
18 დეკემბერს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის 2 დღიანი ვიზიტი შედგა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ევროკავშირის რიგით მეცამეტე ყოველწლიური თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას დაესწრო,. შეხვედრას ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკუ-მარკულისი ესწრებოდა. აღნიშნული შეხვედრები შემაჯამებელი იყო.დიდი ყურადღება დაეთმო ნოემბრის ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებელი ეტაპის დეტალებსაც.
ამ შეხვედრას ჩვენ განვიხილავთ როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების და გაღრმავების დასტურს და ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია - აღნიშნა შეხვედრისას შტეფან ფულემ.
ევროკომისარმა დადებითად შეაფასა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების და ასოცირების ხელშეკრულებისა თუ სავიზო დიალოგის დღევანდელი ეტაპი.მან აღნიშნა რომ ვილნიუსის სამიტისთვის ევროკავშირი ამ თემებზე მუშაობის დასრულებას ელის. ფულემ დასძინა რომ ევროპული პერსპექტივის გახსნა საქართველოსთვის არ არის ტაბუ.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოეწრის ტექსტი ფაქტიურად შეთანხმებულია და საბოლოო მუშაობა მაისში დასრულდება.საგულისხმოა, რომ იგი შეიცავს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილს.
ასევე უახლოეს მომავალში უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში უნდა განხორციელდეს.
სამოქმედო გეგმა ორ ეტაპს შეიცავს-პირველი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიაში მოყვანაა,შემდეგ კი მათი განხორციელება.პირველი ეტაპის დასასრული მაისისთვის იგეგმება, რათა ვილნიუსის სამიტზე მისი საბოლოო გაფორმება მოხდეს.
მაია ფანჯიკიძის თქმით,საქართველომ გააკეთა ყველაფერი, რაც მოეთხოვებოდა რამაც ადეკვატური ასახვა ჰპოვა ევროკავშირის შეფასებებში.
ფულესთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს თებერვალში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალიც,რომელსაც საქართველო დაესწრება. ეს იქნება მინისტრების არაფორმალური შეხვედრა და მასში ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს ტრანსპორტის კომისარი კალასი და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები. შედგება სექტორული შეხვედრაც,რაც პირველად მოხდება.ამ შეხვედრიდან საქართველოს იმედი აქვს, რომ სწორედ ტრანსპორტის სფეროში დაიგეგმება ერთობლივი პროექტები და ერთობლივი გეგმები განხორციელდება.
მაია ფანჯიკიძე ასევე შეხვდა საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარს სესილია მალმსტრომს. ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ იანვარში სესილია მალმსტრომი საქართველოს ეწვევა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ევროპული პოლიტიკის სწავლების ცენტრში სიტყვით გამოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის გადმოცემით,ეს საჯარო გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმდენად,რამდენადაც ახალი მთავრობის მხრიდან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს,მითუმეტეს მაშინ როდესაც საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.ამ ინტერესმა თავი იჩინა დამსწრე საზოგადოების შეკითხვები,რომლებიც ძირითადად რუსეთის საკითხს ეხებოდა,ასევე დაინტერესდენ საქართველოს შიდა პოლიტიკით.
მაია ფანჯიკიძის გადმოცემით,რუსეთის თემა ყველა შეხვედრაზე აქტუალური იყო. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა პარტნიორი, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიესალმებიან საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგს და ამიტომ ზურაბ აბაშიძის და კარასინის პირველ შეხვედრას საკმაოდ დადებითი შეფასება მოყვა.ძირითადად აინტერესებდათ შეხვედრების ინტენსივობა, ის თუ ვინ დაესწრება და სად გაიმართება ეს შეხვედრები.რაზეც ქართულ მხარეს პასუხი უკვე გააჩნია-შეხვედრები სავარაუდოდ რეგულარულად,ორ-სამ თვეში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება და მას, შესაძლოა, მომავალში საუბრის ჩამწერები დაესწრონ.
მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყებით საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დათმობს მთავარ პრიორიტეტებს.საქართველოს დეოკუპაცია და ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენა კვლავაც საქართველოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.ასევე ხელშეუხებელი უნდა დარჩეს საქართველოს და ქართველების არჩევანი შეუერთდეს იმ კავშირს,რომელსაც იგი საჭიროდ თვლის.საქართველოს შემთხვევაში ეს არის ევროკავშირი და ნატო.