საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 1 მაისს, საღამოს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვერ მოხერხდა 83 წლის პაციენტის გადარჩენა, რომელსაც კოვიდ-19-ის გარდა, თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ეს ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაადასტურა:
83 წლის მამაკაცი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, მიმდინარეობდა მისი ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო“ლალი ტურძელაძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
„გარდაცვლილი მამაკაცი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, მიმდინარეობდა მისი ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო“ – აღნიშნა ექიმმა ტურძელაძემ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ-19-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა: 4 აპრილს - 79 წლის ბოლნისელი ქალი, 5 აპრილს - 81 წლის თბილისელი ქალბატონი, 22 აპრილს - 68 წლის მამაკაცი, რომელიც ბოლნისში დაინფიცირდა, 26 აპრილს - 83 წლის მამაკაცი და 1 მაისს, კიდევ ერთი 83 წლის პაციენტი.
გარდა ამისა 7 აპრილს, ახალი კორონავირუსით ინფექციური პათოლოგიების ცენტრში 86 წლის ქალი დაიღუპა, 18 აპრილს კი ბათუმში, კლინიკა მედალფაში ქალბატონი გარდაიცვალა.
საქართველოს საზღვრებს მიღმა პანდემიამ ჩვენი ქვეყნის 8 მოქალაქე შეიწირა, ორი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამი - ესპანეთში, თითო - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ლატვიაში. ვირუსით 95 წლის გაგრელი ქალბატონი გარდაიცვალა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, გუდაუთის ჰოსპიტალში.
1 მაისს საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 566 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, 207 გამოჯანმრთელდა, 540 სტაციონარში მკურნალობს და 5025 კარანტინშია.