ჯონ კერისთან შეხვედრამდე ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა შეძლო ყველაფერი მიეღო და სანაცვლოდ არაფერი დათმო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და დასავლეთის დიპლომატები ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იკრიბებიან.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დღევანდელ შეკრებაზე ჯონ კერის დასწრება ირანსა და მსოფლიოს ექვსი ქვეყნის წარამომადგენელთა შორის განსხვავებულ შეხედულებებზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჟენევაში ჩასვლამდე თელავივში ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ნეთანიაჰუ ერთერთია, ვინც ირანის ბირთვული პროგრამის სრულად გაუქმებას მოითხოვს. ჯონ კერისთან შეხვედრამდე ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანმა შეძლო ყველაფერი მიეღო და სანაცვლოდ არაფერი დათმო.
ისრაელის პრემიერ მინისტრს მიაჩნია, რომ ირანი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ურანის გამდიდრება შეამციროს.