გენი მხოლოდ ადამიანს აქვს და ის სხვადასხვა კომპლექსური ფუნქციის გამოყენების და ენების შესწავლის საშუალებას იძლევა
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა გენი, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს და ტვინის ევოლუციურ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. ამ გენით ადამიანს ეძლევა უნარი, გამოიყენოს სხვადასხვა კომპლექსური ფუნქცია და ენები შეისწავლოს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ჩინელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მუშაობდნენ, სამეცნიერო კვლევაში ადამიანთან ერთად 11 ბიოლოგიური არსება, მათ შორის: შიმპანზე, გორილა, თაგვი, ძაღლი და ქათამი შეისწავლეს. მეცნიერებს სურდათ, ცხოველებსა და ადამიანებს შორის განსხვავება ეპოვათ და აღმოაჩინეს გენი, რომელსაც „miR-941"-ი უწოდეს.
„miR-941"-ი უნიკალური გენია და ის მხოლოდ ადამიანს აქვს. სწორედ ეს გენი გამოარჩევს ადამიანებს განსაკუთრებული უნარებით და ტვინში გადაწყვეტილებების მიღებას და ენის შესწავლას აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ „miR-941"-ი მკვლევართა აღმოჩენებიდან პირველი გენია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სპეციფიურ ფუნქციას ასრულებს.